workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იუდიკა: “მარტინო “ბარსელონაში” თითქმის ყველა თამაშს მოიგებს”

იუდიკა: “მარტინო “ბარსელონაში” თითქმის ყველა თამაშს მოიგებს”

არგენტინული “ნიუელს ოლდ ბოიზის” ყოფილი მწვრთნელი, ხოსე იუდიკა დარწმუნებულია იმაში, რომ “ბარსელონას” ახალი მწვრთნელი ხერარდო მარტინო დიდ წარმატებებს მიაღწევს ახალ პოსტზე. იტყობინება, ესპანური პრესა.

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე მარტინო “ნიუელს ოლდ ბოიზში” სწორედ იუდიკას მწვრთნელობის პერიოდში თამაშობდა.

“მარტინო თითქმის ყველა მატჩს მოიგებს “ბარსელონაში”. შეუძლებელია, რომ მან წარუმატებლობას მიაღწიოს ასეთ გუნდში. ეს სამუშაო მისთვის ნამდვილი საჩუქარია უკანასკნელ 3-4 წელიწადში ნაჩვენები შედეგის შემდეგ. მე დიდ სიხარულს ვგრძნობ, მის გამო, რადგან ის შესანიშნავი ადამიანი და შრომისმოყვარე მწვრთნელია.” – განაცხადა, იუდიკამ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward