კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა კომენტარი გააკეთა ორშაბათის ვარჯიშის შემდეგ. მისი განცხადებით, გადაწყვეტილი არაფერი არ არის და “ვალიადოლიდთან” ბოლომდე უნდა დაიხარჯონ.
“ამ მატჩს ფინალის ფასი აქვს. “კამპ–ნოუზე” თამაში გაცილებით ადვილია, თუმცა ეს იქნება განსაკუთრებული მატჩი. “ვალიადოლიდი” ბოლომდე დაიხარჯება, რადგან მასაც აქვს მიზნები. მართალია, იგი იბრძვის ლა ლიგაში დასარჩენად, თუმცა იგი ძლიერი კლუბია”–განაცხადა კაპიტანმა.
“ეს არის ყველაზე დაძაბული პრიმერა, რომელიც კი მე მითამაშია. 99 ქულის მოგროვება, ეს სრული სიგიჟეა, თუმცა ჩვენ ეს უნდა შევძლოთ. ჩვენ ვალდებულები ვართ დავამარცხოთ მეტოქე “კულეების” თვალწინ. რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, ვფიქრობ, რომ პედრომაც და ვალდესმაც უნდა ითამაშონ სამხრეთ აფრიკაში, რადგან მათ მთელი სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარეს. ვიქტორმა გუნდი არაერთხელ გადაარჩინა და ნაკრებსაც დაეხმარებოდა იგი . რაც შეეხება პედრიტოს, იგი ისე განვითარდა ამ წელს, რომ იგი იმსახურებს ნაკრებში თამაშს. მართალია ყველაფერს მწვრთნელი წყვეტს, თუმცა მე მას მაინც ვურჩევ ამ ორი ფეხბურთლის წაყვანას მუნდიალზე”–განაცხადა პუიოლმა.
წყარო : http://www.totalbarca.com/