ჰაინკესი არ აპირებს სამწვრთნელო კარიერას დაუბრუნდეს

ჰაინკესი არ აპირებს სამწვრთნელო კარიერას დაუბრუნდეს

 მიუნხენის ”ბაიერნის” ყოფილი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი არ აპირებს სამწვრთნელო კარიერას დაუბრუნდეს. ტიტო ვილანოვას გუნდის თავკაცის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ იგი ერთ–ერთ შემცვლელად მოისაზრებოდა. ჰაიკენსმა კი ეს ფაქტი მკაცრად უარყო. 68 წლის სპეციალისტმა ამ სეზონის ბოლოს დაანება სამწვრთნელო კარიერას თავი. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ტიტო ვილანოვას ”ბარსა” ჰაიკენსის ”ბაიერნმა” ”ჩემპიონთა ლიგიდან” გამოაგდო. სპეციალისტმა კი ”ჩემპიონთა ლიგის” მოგების გარდა გერმანიის ჩემპიონობას იზეიმა.

”მე ”ბაიერნის” შემდეგ არსად წასვლას არ ვაპირებ. მე დაკავებული ვარ სპორტით. მყავს ცხოველები და ასევე მაქვს დიდი ბაღი”. დაასრულა იუპს ჰაიკენმა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია