რონალდინიო ”ბარსას” ისტორიაში ერთ–ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. ახლა კი გავიხსენთო მისი მიღწევები ”ბარსელონაში” ყოფნისას.
• ბრაზილიელი ”ბარსას” შემოუერთდა 2003/04 წლის სეზონში. ”ბარსას” რიგებში ის 2007/08 წლების სეზონამდე თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში მან მოიგო: 2 ლა ლიგა, 1 ჩემპიონთა ლიგა, 2 ესპანეთის სუპერთასი და 3 კატალონიის თასი.
• რონიმ კატალონიის ”ბარსელონასთან” კონტრაქტს 2003 წლის 20 ივლისს მოაწერა. კატალონიელებმა ბრაზილიელი პსჟ–დან გადმოიყვანეს.
• მისი დებიუტი 2003 წლის 27 ივლისს შედგა, ბოსტონში ”იუვენტუსის” წინააღმდეგ. ეს თამაში 2-2 დასრულდა. ამ დროს ”ბარსა” ამერიკულ ტურში იმყოფებოდა. რონის დებიუტი ”ლა ლიგაში” შედგა 1 სექტემბერს ”ბილბაოს ატლეტიკთან” (ანგარიში: 0-1).
• ბრაზილიელმა მისი პირველი გოლი ”ბარსას” რიგებში მეორე ოფიციალურ მატჩში გაიტანა. ეს ”სევილიას” წინააღმდეგ იყო. გაუჩომ 25 მეტრიდან დაარტყა ბურთი და ბადეში მოახვედრა. ”კამპ ნოუმ” მისი პირველი გოლი საოცრად იზეიმა.
• პირველ სეზონში მან 45 მატჩში 22 გოლი გაიტანა. იმ დროს გუნდის თავკაცის თანამდებობა ფრენკ რაიკაარდს ეკავა.
• 2005/06 წლის სეზონში რონიმ ”ბარსასთან” ერთად მოიგო ”ჩემპიონთა ლიგა”. მან იმ სეზონში 46 მატჩში 26 გოლი გაიტანა.
• 2005 წლის 19 ნოემბერს ბრაზილიელი ”კლასიკოში” მოწოდების სიმაღლეზე იდგა. ის თამაში ”რეალთან” 0-3 დამთავრდა. იქ შეკრებილი მადრიდისტები კი რონის თამაშს ტაშს უკრავდნენ.
• ბრაზილიელმა ”ჩემპიონთა ლიგის” ტიტული მოიპოვა პარიზში “სენ დენის” სტადიონზე. ფინალში ”ბარსა” ლონდონის ”არსენალს” დაუპირისპირდა. რონი ამ თამაში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
• რონიმ ”ბარსაში” 5 სეზონი გაატარა და მოახერხა 100 გოლის გატანა.
• მან ასევე მოიგო პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდები, როგორიცაა FIFA World Player (2004 და 2005) და Ballon d’Or (2005).