კატალონიის “ბარსელონას” საკალათბურთო გუნდის, “ბარსა რეგალის” ლიდერს ესპანელ, ხუან კარლოს ნავაროს მარჯვენა ტერფზე ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია კი ექიმმა ვან დაიკმა პორტოში ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ ნავაროს ამ მიზეზის გამო ევრობასკეტი 2013-ის გამოტოვება მოუწია და ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდა. ტერფზე ოპერაცია, რომელიც ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ნიკ ვან დაიკმა და მისმა გუნდმა სანტა-მარიაში ჩაატარა წარმატებული გამოდგა. როგორც მოსალოდნელია, ნავარო 8 კვირას იუქმებს.