”ბარსელონას” მცველი, დანიელ ალვესი პარიზელთა ინტერესების სფეროში მოხვდა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს მომავალში პსჟ 30 წლის მცველზე კატალონიელებს ოფიციალურ შეთავაზებას გაუკეთებს.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს ღირსებას ორი ბრაზილიელი მცველი იცავს, ესენი არიან: ტიაგო სილვა და ალექსი. ხვალ კი დიდი ალბათობით, ამ სიას მარკინიოსიც შეუერთდება. ალვესის მიმართ ინტერესს პარიზელთა პრეზიდენტის განცხადებაც ადასტურებს. ალ-ხელაიფის თქმით, იგი არ აპირებს სილვას ”ბარსელონაში” გაყიდვას, არამედ პირიქით თავად ინტერესდება ”ბარსას” რამდენიმე ფეხბურთელით.


