კატალონიის “ბარსელონა” სათავეში უდგას მსოფლიო რეიტინგს ორი სოციალური ქსელის მკითხველების მიხედვით. საუბარია Facebook-ზე და Twitter-ზე. ესპანური გრანდის სიახლეები 60,6 მილიონ ადამიანს აქვს გამოწერილი რაც ყველაზე მეტია. იტყობინება, Forbes.
მეორე ადგილზე მადრიდის “რეალი” იმყოფება 49,8 მილიონი გამოწერით, მესამე ადგილს კი “მანჩესტერ იუნაიტედი” იკავებს – 34,5 მიმდევრით.
სპორტული კლუბების მსოფლიო რეიტინგი გამოწერების მიხედვით Facebook-ზე და Twitter-ზე:
1. “ბარსელონა” (ესპანეთი, ფეხბურთი) – 60,6 მილიონი
2. “რეალი” (ესპანეთი, ფეხბურთი) – 49,8
3. “მანჩესტერ იუნაიტედი” (ინგლისი, ფეხბურთი) – 34,5
4. “ჩელსი” (ინგლისი, ფეხბურთი) – 20,2
5. “ლოს-ანჟელეს ლეიკერსი” (აშშ, კალათბურთი) – 19,6
6. “მილანი” (იტალია, ფეხბურთი) – 17,2
7. “არსენალი” (ინგლისი, ფეხბურთი) – 16,8
8. “ჩიკაგო” (აშშ, ბეისბოლი) – 9,7
9. “ნიუ-იორკ იანკესიე” (აშშ, ბეისბოლი) – 7,3
10. “დალასი” (აშშ, ამერიკული ფეხბურთი) – 6,0