workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რექსაჩი: “ტიაგოს ბაიერნში გადასვლა არ გამკვირვებია”

რექსაჩი: “ტიაგოს ბაიერნში გადასვლა არ გამკვირვებია”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი, კარლეს რექსაჩი აცხადებს, რომ ტიაგო ალკანტარას გადაწყვეტილება საკმაოდ ლოგიკური ნაბიჯია. ფეხბურთელი მიუნხენის “ბაიერნში” იმ მიზეზის გათვალისწინებით გადავიდა, რომ გერმანიაში უფრო მეტი სათამაშო დრო ექნება ვიდრე ესპანეთში ჰქონდა. იტყობინება, ესპანური პრესა.

“ტიაგოს “ბაიერნში” გადასვლა არ მაკვირვებს. მისი ხილვა საკუთარ გუნდში პეპ გვარდიოლას სურდა, რომელმაც ფეხბურთი ძალიან კარგად იცის. უკანასკნელმა კი მიიღო გადაწყვეტილება და გააცნობიერა, რომ მომავალში ერთ-ერთი ევროპული გრანდის ფერებს მოირგებდა. დრო გვიჩვენებს ამ ტრანსფერის შემდეგ ვინ დარჩა მოგებული “ბარსელონა” თუ “ბაიერნი” – განაცხადა, რექსაჩმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward