workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ეს უბრალოდ ბედისწერაა!

ეს უბრალოდ ბედისწერაა!

ეს უბრალოდ ბედისწერაა! 

დღეს უბრალოდ მინდა გესაუბროთ, კატალონიის ”ბარსელონას” და მსოფლიო ფეხბურთის უკვე ლეგენდად ქცეულ ადამინაზე, ლეო მესიზე. დიდი ფეხბურთის პატარა ვარსკვლავზე, რომელიც თითოეულ მატჩში ისე იბრძვის, თითქოს ეს უკანასკნელი იყოს. ნამდვილ კულეებს, არასდროს არ დაავიწყდებათ მისი ირონიულად მომღიმარი სახე, როდესაც ”ბარსელონა” ”ბაიერნთან” მარცხდებოდა. ჩვენ ვნადგურდებოდით, მის თვალებში კი საოცარი ფეხბურთისადმი სიყვარული ისახებოდა, თუმცა ყველამ იცოდა, რომ იგი მოედანზე ვერ გამოვიდოდა, ყველა კულე ნატრულობდა მის მოედანზე ხილვას… მართალი გითხრათ, წარსულზე ლაპარაკი არასოდეს მხიბლავდა, თუმცა ამ სტატიაში ჩვენ სწორად ამას გავაკეთებთ..  

წესით უმეტესობა ჩვენგანმა უნდა იცოდეს, თუ რა რთული გზა გაიარა ლეომ. მას დაბრკოლებები თითოეულ http://24.media.tumblr.com/46e66b92a6c3ce8fd7e724d0f4a676b0/tumblr_mpyncnDI3q1qcbh1qo1_500.pngნაბიჯზე ხვდებოდა, ერთ მომენტში მისი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხიც კი იყო, თუმცა იგი გადარჩა. თავისუფლად შეგვიძლია ამას ბედისწერა ვუწოდოთ. ”ბარსელონაში” სამკურნალოდ ჩასული ბიჭი, მიდის საფეხბურთო აკადემიაში, სადაც მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელები აყალიბებენ პროფესიონალ ფეხბურთელად. აქ იწყება საოცარი მოგზაურობა, რომელიც ჯერაც კი არ დამთავრებულა.

ლეოში ჩვენ ვხედავთ საოცარ შერწყმას, არაჩვეულებრივი სააფეხბურთო ტალანტისადა ბრწყინვალე პიროვნებისა. თავმდაბალი ბიჭი, რომელმაც უკვე ყველაფერი დაამტკიცა, მაგრამ მაინც მისი პელესთან და მარადონასთნ შედარება უბრალოდ სასაცილოდ ეჩვენება. 

”ციფრები თავისას ამბობს. ერთ დღეს შეიძლება მან ხუთი გოლი შეაგდოს, ხოლო მეორე დღეს 6. არამგონია, ვინმეს მსოფლიო ფეხბურთში 1 წელიწადში 91 გოლის გატანა შეეძლოს. ის უნიკალურია, ჩვენ ვეღარ ვნახავთ მისი დონის ფეხბურთელს.” – პეპ გუარდიოლა.  

”ჩემი აზრით, შესანიშნავი საფეხბურთო კარიერა მქონდა, ბრწყინვალე ეპიზოდებით. ერთადერთი რასაც ვნანობ, არის ის რომ მესისთან ერთად უფრო მეტ ხანს არ მომიწია თამაში. იგი ფენომენალურია.” – რონალდინიო. 

”მესის შესაძლებლობები უკვე დაუჯერებელ ზვარსაც კი სცდება. ამის ახსნა, თავად ცოცხალ ეინშტეინსაც კი არ შეუძლია. გამიმართლა, რომ მის თამაშებს ვუყურებ.” – რეი ჰადსონი. 

“მისთვის შეფასების გაკეთებაც კი რთულია, უბრალოდ სხვა პლანეტიდანაა.. ჩემთვის და არამარტო ჩემთვის, იგი უდავოდ მსოფლიოში ნომერ პირველია.. კარიერის დასრულების შემდეგ კი მას სერიოზული პრეტენზია ექნება მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისათვის.” – ჰარი რედნაპი 

”ყველა დროის საუკეთესო იყო პელე.. დრო გადის, ფეხბურთელები იცვლებიან.. უდავოდ მესი მსოფლიოში ყველა დროის №1-ია!” – ზიკო 

”მესი უმაღლესი დონის ფეხბურთელია!” – კრიშტიანო რონალდუ

ფანტასტიური, დაუჯერებელი, ფენომენალური, უნიკალური.. და ამას მე კი არა, ფეხბურთის ისეთი დიდი ლეგენდები ამბობენ, როგორებიც არიან გუარდიოლა, რონალდინიო, ჰადსონი და ა.შ.

http://25.media.tumblr.com/acb99b6ef6c2ec652d1eb881e478ea87/tumblr_mpyay2321t1ryg8z4o1_500.jpg

მეფე, ტახტზე დაჯდომამდე ყოველთვის უბრალო რიგითი იყო და მიუხედავად ყველაფრისა, იგი სიკვდილამდე იბრძოდა. ჩემპიონები ყოველთვის იბადებიან განსაკუთრებულნი და ეს ”რაღაც”, ყოველთვის მათ შიგნითაა. ერთხელ, ერთმა ჩემზე ჭკვიანმა ადამიანმა თქვა, რომ შრომისმოყვარეობა ამარცხებს ტალანტს, მაშინ, როდესაც ტალანტი აღარ შრომობს. ლეოს მაგალითი სახეზეა.. მისმა ცხოვრებამ არაერთ ბნელ კუთხეში მიიყვანა, თუმცა ფეხბურთისადმი სიყვარული ყოველთვის ამარცხებდა დანარჩენ ყველაფერს, იყო ეს ურთულესი დაავადება, თუ საოპერაციო მაგიდა. იგი ყოველთვის წინ წავა და მას ვერაფერი შეუშლის ხელს. ეს არის ჩვენი ლეო, ეს არის ჩვენი უცხოპლანეტელი.. 40-50 წელიწადში, როდესაც მე უკვე ასაკში ვიქნები და ჩემი შვილიშვილები კალთაში მეჯდებიან, ყოველთვის, თუნდაც ნახევარისაუკუნის შემდეგ აღფრთოვანებით ვიტყვი, რომ მის თამაშს მოვესწარი, აღფრთოვანებით ვიტყვი, რომ პირდაპირში ვუყურებდი, თუ როგორ თამაშობდა უცხოპლანეტელი ფეხბურთს. დაუფიქრდით თქვენც და მიხვდებით, თუ როგორ გაგიმართლათ რომ უფალმა ამის შესაძლებლობა მოგვცა..

ეს უბრალოდ ბედისწერაა!

[media=http://www.youtube.com/watch?v=xtonIaw_eWw]

 

ფეხბურთელი, რომლის კარიერაზე ფიქრითაც კი ვხვდებით, რომ ყველაფერია შესაძლებელი..

[media=http://www.youtube.com/watch?v=UGjgvHKKrEc]

 

 

სპეციალურად თქვენთვის, დავით თანანაშვილი

გმადლობთ, ყურადღებისთვის !

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward