ლა ლიგის კლუბი, რომელიც ნამდვილად არ მიიჩნევა თუნდაც 4-ეულში შესვლის ფავორიტად, ამ ზაფხულს ახალგაზრდა ფეხბურთელებით გაძლიერებას გეგმავს.
”ბეტისმა” უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ ”ბარსელონას” ერთდროულად, 3 აღზრდილით ინტერესდებოდა. ესენი არიან: მარკ ბარტრა, სერხი რობერტო და ”ბარსა ბ-ს” მცველი, კარლეს პლანასი, თუმცა ახლა ბეტისურმა კლუბმა კატალონიელთა კიდევ ერთი ტალანტის შეძენა გადაწყვიტა, რომელმაც წინა სეზონი იჯარის წესით ”აიაქსში” გაატარა.
კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის, როგორც კუენკის შეძენისათვის, ისე მისი იჯარით აყვანისათვის, თუმცა ფეხბურთელის სრული უფლებით ყიდვა მაინც მათთვის პრიორიტეტად მიიჩნევა.
შეგახსენებთ, რომ კუენკათი ჯერ-ჯერობით არცერთი სხვა კლუბი არ არის დაინტერესებული და მისი მომავალი გარუკვეველია. დიდი ალბათობით, იგი ”აიაქსში” იჯარას კიდევ ერთი სეზონით გაიხანგრძლივებს.