“პსჟ”-მ ტიაგო სილვას საკითხს წერტილი დაუსვა

“პსჟ”-მ ტიაგო სილვას საკითხს წერტილი დაუსვა

ფრანგული “პარის სენ-ჟერმენის” პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფმა ტიაგო სილვას კატალონიის “ბარსელონაში” შესაძლო გადასვლის საკითხს წერტილი დაუსვა. 

კატალონიელები ბრაზილიელ მცველს უკვე რამოდენიმე თვეა აკვირდებოდნენ, თუმცა ფეხბურთელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ მას ოფიციალური შემოთავაზება არ მიუღია, ახლა კი პარასკევს “პსჟ”-ს პრეზიდენტის გამოსვლამ გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია და მისი კლუბის შეცვლა შეუძლებელია. 

“ის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და სწორედ ამიტომ ის კაპიტნის სამკლავურს მიიღებს როგორც მოედანზე ასევე, მოედნის გარეთაც. გასულ სეზონში ის დიდი ყურადღების ქვეშ იყო გულშემატკივართა მხრიდანაც, მაგრამ ტიაგო სილვა ფასდაუდებელია.” – განაცხადა, პრეზიდენტმა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი