ავტორიტარული ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo ადასტურებს, რომ ამ ზაფხულს “ბარსელონამ” და “ჩელსიმ” შესაძლოა დიდი გარიგება განახორციელონ. საუბარია ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ხუან მატას კატალონიურ კლუბში ტრანსფერზე. ამ საკითხის ფასი – 30 მილიონ ფუნტს შეადგენს.
ესპანური წყაროს ინფორმცაიით ლონდონელთა თავკაცს, ჟოზე მოურინიოს სურს შეიძინოს სამი ძვირფასი შემსრულებელი – სევან იოვეტიჩი, დანიელე დე როსი და ლუის სუარესი. ამ სამი სატრანსფერო კამპანიისათვის კი ფინანსები საკმარისი არ არის.
მოურინიო კი მზად არის “ჩელსი” მატას გარეშეც ააშენოს. კატალონიელებს კი აუცილებლად სჭირდებათ შუა ხაზის განახლება, განსაკუთრებით კი ტიაგო ალკანტარას წასვლის შემდეგ, რომელიც “ბაიერნში” გადასვლას დასთანხმდა. შეგახსენებთ, რომ მატა “ჩელსიში” 2 წლის წინ “ვალენსიიდან” 23,5 მილიონ ევროდ გადაბარგდა. “ჩელსის” რიგებში კი მის აქტივში 118 ჩატარებული შეხვედრა და 32 გოლია ყველა ტურნირზე.