წინასასეზონო ამხანაგურ მატჩებში პეპ გუარდიოლამ ჯონათან დოს სანტოსი ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ათამაშა. ახალგაზრდა მექსიკელმაც არაერთ მომენტში გამოიჩინა თავი.
ნორვეგიაში ”ვალერენგას” წინააღმდეგ ის ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა 4 ნომრიანი მაისურით, ასე განმეორდა მომდევნო ორ შეხვედრაშიც. ამით გუარდიოლამ კიდევ ერთხელ გამოუცხადა ნდობა ახალგაზრდა მექსიკელს.
გუარდიოლამ ერთ-ართ ინტერვიუში დოს სანტოსის შესახებ განაცხადა:”მას შეუძლია ითამაშოს სამ სხვადასხვა პოზიციაზე, როგორც ნახევარმცველმა. ის არის ძალიან დისციპლინირებული ფეხბურთელი და შესანიშნავად კითხულობს თამაშს. ის ითამაშებს წინაც, თუ, რა თქმა უნდა, გუნდში ამის საჭიროება შეიქმნება”.
თავად ფეხბურთელმა კი განაცხადა:”მე ამ პოზიციაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ჩემი ბუნებრივი პოზიცია. მე სამი მატჩი ვითამაშე ამ პოზიციაზე და თუ ბოსი გადაწყვეტს, სიამოვნებით დავიკავებ ამ ადგილს”.
ასე რომ, სრულიად შესაძლებელია 14 აგვისტოს, ”სანჩეს პინხუანზე”, ჯონათან დოს სანტოსი ვიხილოთ ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე.
დოს სანტოსი – სოლიდური ალტერნატივა
წყარო: fcbarcelona.cat
sports_soccer
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.