ტიაგო სილვა ”ბარსელონასთან” შეთანხმებას უარყოფს

ტიაგო სილვა ”ბარსელონასთან” შეთანხმებას უარყოფს

პსჟ-ს და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ტიაგო სილვამ უარყო პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მან ”ბარსელონასთან” პირადი კონტრაქტი შეათანხმა.
ფეხბურთელმა და მისმა აგენტმა კატეგორიულად უარყვეს კატალონიელებთან ვითომდა შეთანხმებული 5 წლიანი კონტრაქტი. 
სილვას ტრანსფერზე არაერთი ჭორი დადის. ზოგი ტაბლოიდი ამტკიცებს იმას, რომ მან პსჟ-ს კლუბიდან წასვლა სთხოვა, ზოგი კი პირიქით – ამტკიცებს რომ მას პარიზში დარჩენა სურს. ტიაგოს მინი-საგა სავარაუდოდ დიდხანს გაგრძელდება, შეიძლება, სატრანსფერო ფანჯარის უკანასკნელ დღემდეც კი.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია