ტიაგო სილვამ “პსჟ”-ს შეატყობინა, რომ “ბარსელონაში” გადასვლა სურს

ტიაგო სილვამ “პსჟ”-ს შეატყობინა, რომ “ბარსელონაში” გადასვლა სურს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მცველი, ტიაგო სილვა არ აპირებს უარი თქვას კატალონიის “ბარსელონაში” გადასვლის იდეაზე მიუხედავად იმისა, რომ მის ამჟამინდელ კლუბს მისი გაშვება არ სურს. იტყობინება, Marca.

ესპანური პრესის ინფორმაციით სილვა უკვე შეხვდა პარიზული კლუბის ხელმძღვანობას და განუცხადა კიდევაც, რომ დიდი სურვილი აქვს კატალონიაში კარიერის გაგრძელების. რაც შეეხება “ბარსელონას”, ესპანური გრანდი მზად არის ტრანსფერის განსახორციელებლად იმის გათვალისწინებით, რომ ეს ტრანსფერი საკმაოდ ძვირფასი იქნება. ბრაზილიელი ფეხბურთელი პირველ ადგილზე გადაინაცვლებს ტიტო ვილანოვას ტრანსფერების სიაში, სწორედ ამიტომ კატალონიური კლუბი მზად არის ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს რათა ტრანსფერი განხორციელდეს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი