პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პეპ გუარდიოლა ”ბაიერნის” ხელმძღვანელობას დავიდ ლუიზის შეძენას თხოვდა, რომელსაც ასევე ძალიან კარგად საყრდენ ნახევარმცველადაც შეუძლია თამაში, თუმცა ეს ყველაფერი ჭორი აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ კლუბის ძირითად ცენტრალურ მცველს, ჰოლგერ ბადშტუბერს ტრავმის გამო შეიძლება მთელი სეზონი გაუცდეს, მიუნხენელთა სპორტულმა დირექტორმა, მატის ზამერმა ბრაზილიელი მცველისადმი ყველანაირი ინტერესი უარყო.
”ჩვენ არ ვაპირებთ ახალი მცველის შეძენას, რადგან ზაფხულში ჩვენ უკვე შევიძინეთ იან კირკოფი. ასეთია გადაწყვეტილება.. ჩვენ იანს თავის გამოჩენის შანსს მივცემთ.” – განაცხადა ზამერმა.
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ რომ კატალონიურმა გრანდმა დავიდ ლუიზის შესაძენად კიდევ ერთი კონკურენტი ჩამოიცალა. ახლა, ერთადერთი ვისთანაც ლურჯ-ბროწეულისფრებს ”ჭიდილი” მოუწევთ პარიზული კლუბია.