როდესაც, ბოლოს პსჟ-მა “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგას გამოთიშა…

როდესაც, ბოლოს პსჟ-მა “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგას გამოთიშა…

მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონა” და პსჟ ბოლო დეკადაში ერთმანეთს არც თუ ისე იშვიათად ხვდებიან, პარიზელებს კატალონიელთა დამარცხება ძალიან უჭირთ.

2014/2015 წლების სეზონში ეს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზე 2-ჯერ გადაეყარნენ, ჯერ ჯგუფურ ეტაპზე, სადაც პარიზელებმა კატალონიელების ჯგუფში ჩატოვება ვერ მოახერხეს, შემდეგ 1/4 ფინალურ ეტაპზე ორივე მატჩში დამარცხდნენ (1:5 ჯამში). საბოლოოდ იმ სეზონში “ბარსა” ტიტულსაც დაეუფლა.

მანამდე 2012/2013 წლების სეზონში ასევე 1/4 ფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ორივე მატჩი ფრედ დასრულდა და სტუმრად გატანილი გოლების წყალობით მომდევნო ეტაპზე “ბარსა” გავიდა.

ფრანგები სანატრელ მიზანთან ყველაზე ახლოს ალბათ მაინც 2017 წელს იყვნენ, როდესაც კატალონიელებმა პასუხად ცნობილი “La Remontada” მოუწყვეს.

დღემდე ერთადერთი შემთხვევა, როცა “პარი სენ-ჟერმენმა” “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშა ეს იყო 1994/1995 წლების სეზონი, ისევ 1/4 ფინალური ეტაპი. პირველი მატჩი “კამპ ნოუზე” ფრედ 1:1 დასრულდა, “პრაკ დე პრენსზეც” ანალოგიური ანგარიში ფიქსირდებოდა რომ არა ვინსენტ გუერინის 83-ე წუთზე გატანილი გოლი.

ანგარიში ორივე თამაშში “ბარსელონამ” გახსნა, თუმცა საბოლოოდ პარიზელებმა ორი მატჩის ჯამში 3:2 იმარჯვეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

გავიხსენოთ რა ხდებოდა იმ დროს:

გასაგებია ის ფაქტი, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელთა დიდი ნაწილი მაშინ ჯერ დაბადებულიც კი არ იყო.

ლიონელ მესი – ლეო რამდენიმე თვის მისული იყო “ნიუელსის” აკადემიაში და ჯერ კიდევ 5 წელი აკლდა კატალონიის დედაქალაქში გადაბარგებამდე, მესი მაშინ სულ რაღაც 8 წლის იყო.

სერხიო ბუსკეტსი – სერხიოს მაშინ აკადემიაშიც კი არ ჰქონდა დაწყებული თამაში, ის 7 წლის იყო, ალბათ თვალს ადევნებდა ამ თამაშს და მამას გულშემატკივრობდა, რომელიც “ბარსელონას” კარს იცავდა იმ შეხვედრაში.

ჟერარ პიკე – იმ დროს, სერხიოს მსგავსად, ჯერ არც პიკეს ჰქონდა აკადემიაში კარიერა დაწყებული, ისევე როგორც ჟორდი ალბას.

რონალდ კუმანი – “ბარსელონას” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი იმ შეხვედრაში თამაშობდა და სამწუხაროდ ვერაფერი გააწყო პარიზელთა შეტევის წინააღმდეგ.

ჟორდი კრუიფი – ჟორდი, რომელიც დიდი ალბათობით მალე ჟოან ლაპორტას გუნდს შეუერთდება, იმ მატჩში “ბარსელონას” სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თუმცა მამამისმა მოედანზე შესვლის უფლება არ მისცა.

ხულენ ლოპეტეგი – “ბარსელონას” “La Remontada-ს” ბოლო მსხვერპლი კატალონიელთა სათადარიგო მეკარე იყო და 90 წუთი მანაც სკამზე გაატარა, სერხიოს მამას იმ შეხვედრაში შეცვლა არ დასჭირვებია.

პეპ გუარდიოლა – პეპმა პირველ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მე-19 წუთზე შესაცვლელი გახდა, დაზიანების გამო მოუწია საპასუხო მატჩის გამოტოვებაც.

ჰრისტო სტოიჩკოვი – ოქროს ბურთის მაშინდელი მოქმედი მფლობელი ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

ჯორჯ ვეა – ოქროს ბურთის მომდევნო გამარჯვებული, რომელიც ბოლო სეზონს ატარებდა პსჟ-ში, შემდეგ “მილანში” გადავიდა. პირველ მატჩში ანგარიში სწორედ ვეამ გაათანაბრა.

დღეს კი პარიზელებს შანსი აქვთ, რომ 26-წლიანი ლოდინის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგას გამოთიშონ. ვნახოთ…

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (10)

  • Bobi
    12 მარ 2021, 00:22

    სერხიოს მამაზე არ ვიცოდი 😀❤️
    კუმანი კი იყამაშებდა ცხადია, ყველაფერი გაიმეორა მწვრთნელის რანგში, ერთი ლიგის ფინალში გოლი დარჩა

  • nika 54
    11 მარ 2021, 11:33

    არაბებმა რა თქმა უნდა უსველეს ამ ვითო გუნდს, მაგრამ ისტორიისთვის ძალიან პატარა ბიოგრაფია აქვთ.

  • Johan Cruyff 14
    10 მარ 2021, 23:09

    ვერ დაამარცხებწნ ბარსელონას ვამოოოს ბარსააა

  • El pistolero 9
    10 მარ 2021, 22:11

    ვნახოთ…

  • me da barca
    10 მარ 2021, 22:08

    არაბების მოსვლამდე ერთი ჩვეულებრივი გუნდი იყო, 1990 წლიდან მოყოლებული ერთადერთჯერ გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები. ზოგჯერ მეორე ადგილზე გადიოდნე, მაგრამ უმეტესად მე-7, მე-9 და ზოგჯერ მე-15 და მე-17 ადგილზეც გასულან. მახსოვს რამდენი ბილეთი გამიფუჭა ამ დამპალმა გუნდმა. ამათი საყვარელი ანგარიში იყო 1:1. ერთხელ კი ვგლიჯე 6 გუნდიდან 3 ფრე დავსვი და ერთერთი პსჟ იყო.

  • ბასქუ10
    10 მარ 2021, 21:59

    დღეს შეიძლება გამოვარდეთ მაგრამ ბოლომდე უნდა იბრძოლონ ბიჭებმა და თუ გამპვარდნაა ღირსეული გამოვარდნა იყოს, კუმანმა კი თქვა ყველაზე უარესი რაც შეიძლება მოხდეს ის იქნება რომ ჩვენ ამ მატჩისთვის ძალისხმევა დავიშურეთო, სრულიად ვეთანხმები ბოლოწუთამდე უნდა იბრძოლონ თითოეული მომენტისთვის

  • antonio
    10 მარ 2021, 21:45

    ციტატა: Gia grigalavas ფან-კლუბი
    სხვათაშორის მაშინ პესეჟემ ბარსა გამოითიშა ჩემპიონთა თასს ფინალში გავიდა და მერე ფინალი წააგო, შემდეგ სეზონში მოიგო უკვე პესეჟემ ჩემპიონთა თასი და იმის შემდეგ სეზონშიც გავიდა ფინალში მაგრამ, ბაიერნთან წააგო ფინალი. ასე რომ, არც ისე უისტორიო გუნდია პესეჟე და საფრანგეთში საერთოდ როგორც ინგლისშია ევერტონი ეგეთი ისტორია ჰქონდა პესეჟეს და საშუალოზე ოდნავ მარალი დონის გუნდად ითვლებოდა სულ საფრანგეთში პესეჟე და არაბები სანამ იყიდდნენ პესეჟეს, მანამდე არაერთ ფრანგ და არაფრანგლ ვარსკვლავს ჰქონდა პესეჟეში ნათამაშები მაგალითად მიკელ არტეტას, რონალდინიოს, კლოდ მაკელელეს, იური ჯორკაეფს, დავიდ ჟინოლას, როჟე მილას, ჟორჟ ვეას, ნიკოლას ანელკას, ჯეი ჯეი ოკოჩას და ა.შ. ასე რომ, სიტისაგან და ჩელსისაგან განსხვავებით საერთოდ არ იყო ისე უისტორიო და ესე არა ვარსკვლავური გუნდი პესეჟე მდიდარი მფლობელის გამოჩენამდე. 😀😀😀😀

    არადა მე მახსოვდა რო ჟინოლას და ვეას პსჟ ბობანის და სავიჩევიჩის მილანმა გამოაგდო და თასი კლუივერტის და კანუს აიაქსმა აიღო :დ თან მილანთან ვეას პონტში პსჟ-ს ვბალელშიკობდი და მერე აიაქსთან მილანს :დ

  • Albicelecte
    10 მარ 2021, 20:54

    ციტატა: Gia grigalavas ფან-კლუბი
    სხვათაშორის მაშინ პესეჟემ ბარსა გამოითიშა ჩემპიონთა თასს ფინალში გავიდა და მერე ფინალი წააგო, შემდეგ სეზონში მოიგო უკვე პესეჟემ ჩემპიონთა თასი და იმის შემდეგ სეზონშიც გავიდა ფინალში მაგრამ, ბაიერნთან წააგო ფინალი. ასე რომ, არც ისე უისტორიო გუნდია პესეჟე და საფრანგეთში საერთოდ როგორც ინგლისშია ევერტონი ეგეთი ისტორია ჰქონდა პესეჟეს და საშუალოზე ოდნავ მარალი დონის გუნდად ითვლებოდა და არაბები სანამ იყიდნნენ პესეჟეს მანამდე არაერთ ფრანგ და არაფრანგლ ვარსკვლავს ჰქონდა პესეჟეში ნათამაშები მაგალითად არტეტას, რონალდინიოს, მაკელელეს, ჯორკაეფს, ანელკას, ოკოჩას და ა.შ. ასე რომ, სიტისაგან და ჩელსისაგან განსხვავებით საერთოდ არ იყო ისე უისტორიო გუნდი პესეჟე მდიდარი მფლობელის გამოჩენამდე. 😀😀😀😀


    იმ წელს პსჟ ვერ გავიდა ფინალში
    იმ წელს 1/2 ფინალში პსჟ-მ ორივე შეხვედრა წააგო მილანტან 0:1 0:2 და ფინალის მიღმა დარჩა, თასი კი აიაქსმა მოიგო
    პსჟ-მ თასი მოიგო მომდევნო წელს, ოღონდაც თასების თასი, რომელიც ვენის რაპიდს მოუგო ბრუნო ნ'გოტის საჯარიმო დარტყმოთ 1:0
    ბარსამ რევანში აიღო თ/ტასის ფინალში, სადაც მომდევნო წელს დაამარცხა გასული წლის გაარჯვებული, რონელდოს ერთადერთი გოლით
    სხვათა შორის, სუპერთსასზე ძალიან ძლიერი დორტმუნდიც ზედ დააყოლა და ეს გამორჩეული მატჩი იყო რადგან ჩ. ლიგის გამარჯვებულებსა და თ.თასის მფლებელებს შორის სადღაც 70/30 -ზე იყო ბალანსი
    თასების თასი იყო ძალიან უცნაური გათამაშება, 1961-1999 წლებში იყო ამ ფორმატით და ზედიზედ 2-ჯერ ვერცერთმა გუნდმა ვერ მოიგო
    წინა წლების გამარჯვებულებმა ფინალები წააგეს: 1. ფიორენტინა, ატლეტიკო, მილანი, ანდერლეხტი,პარმა,არსენალი,პსჟ
    1/2 ფინალებში გამოვარდა რამდენიმე, მ.შ. ჩვენი დინამოც 1982 წელს
    რეკორდსმენი კი ბარსაა, 4 -ჯერ ფლობდა ამ "შელოცვილ" თასს

  • Always cule
    10 მარ 2021, 20:32

    ვერ გამოგვაგდებს იმედია

  • AF10
    10 მარ 2021, 20:08

    იმედია ვერ 😃