კარლეს პუიოლი პირველად “ბარსელონაში” 1995 წელს გამოჩნდა. ფეხბურთელს დიდი დრო დასჭირდა იმის გასარკვევად, რომ გაეგო, თუ რა პოზიციაზე ითამაშებდა. მან ცენტრალურ მცველად ჩამოყალიბებამდე თითქმის ყველა პიზიციაზე მოასწრო თამაში. ითამაშა როგორც მეკარემ, მარჯენა მცველმა, ნახევრმცველმა და ცენტრალურმა თავდამსხმელმაც კი. “ლა მასიას” დამთავრების შემდეგ კი პუიოლმა ორი წელი “ბარსელონა ბ”-ში გაატარა. 21 წლის ასაკში ესპანელმა ფეხბურთელმა “ბარსელონას” პირველ გუნდში სადებიუტო მატჩი ჩაატრა “ვალიადოლიდის” წინააღმდეგ.
მას შემდეგ რაც, 2004 წელს კარლეს პუიოლმა კაპიტნის სამკლაური მოირგო, ის კატალონელთათვის ნამდვილი გმირი, ხოლო ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითი და “შთაგონების წყაროც” კი გახდა. თუმცა ფაქტია, რომ კაპიტანი დიდხანს ვეღარ დაიცავს კლუბის ღირსებას და გაუთავებელი ტრავმების გამო მოუწევს შეზღუდული დრო გაატაროს მოედანზე.
ახლახანს, პუიოლმა კიდევ ერთი ოპერაცია ჩაიტარა და საეჭვოა მომავალი სეზონი კარგ ფორმაში ჩაატროს. ცნობილმა ესპანურმა გამოცემა “Mundo Deportivo–მ” გამოაქვეყნა ძალიან საინტერესო ფოტო, სადაც ასახულია, კარიერის განმავლობაში, ესპანელის მიერ იღებული თითოეული ტრავმა.

ფაქტია, რომ პუიოლს აღარ აქვს ის სისწრაფე რითიც ეს ფეხბურთელი მუდამ გამოირჩეოდა და ვეღარ შეძლებს, ამ მხრივ, წინააღმდეგობა გაუწიოს ისეთ ფეხბურთელს როგორიცაა მაგალითად რონალდუ.
განსხვავებით წინა წლებისგან, სამწუხაროდ, კლუბში არ მოიძებნება ახალგაზრდა ფეხბურთელი რომელმაც შესაძლოა პუიოლი შეცვალოს. მარკ მუნიესა – ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც ახლახან “სტოკ სითიში” გადავიდა, ანდრეუ ფონტასი, რომელიც მომავალ სეზონს “სელტაში” გაატარებს. ფეხბურთელი, რომელსაც შედარებით მეტი დრო ეძლეოდა არის მარკ ბარტრა, თუმცა როგორც ჩანს ვილანოვა მას ჯერ არ ენდებოა.
იქნება, თუ არა მომავალ სეზონზე პუიოლი ძირითადი ფეხბურთელი ეს ჯერ კიდე გასარკვევია, თუმცა ფაქტია, რომ კარლესი აუცილებლად დაიკავებს საპატიო ადგილს “ბარსელონას” ლეგენდებს შორის.