workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
კრუიფი, მარადონა და მესი მსოფლიო ფეხბურთის ყველა დროის თერთმეტეულში

კრუიფი, მარადონა და მესი მსოფლიო ფეხბურთის ყველა დროის თერთმეტეულში

კატალონიის “ბარსელონას” სამი მოთამაშე ბრიტანული ჟურნალის გუნდში შევიდა. ხმის მიცემაში კი მონაწილეობა ყოფილმა ფეხბურთელებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს. დანარჩენი რვა ფეხბურთელის სია კი ასე გამოიყურება: იაშინი, კაფუ, მალდინი, მური, ბეკენბაუერი, დი სტეფანო, პელე და ზიდანი. შეგახსენებთ, რომ საუკეთესო თერთმეტეული ბრიტანულმა ჟურნალმა, World Soccer-მა შეადგინა.

გუნდმა ტრადიციული განლაგება, 4-4-2 მიიღო შეტევის ხაზში კი მესი და პელე დააყენეს. 

იოჰან კრუფიი “ბარსელონაში” 1973-1978 წლებში თამაშობდა. დიეგო არმანდო მარადონა კი 1982-1984 წლებში. ლიონელ მესი ერთადერთი მოქმედი ფეხბურთელია ამ სიაში, რომელიც მსოფლიოს ოთხგზის საუკეთესო მოთამაშეა. 

ბარსა კარგად არის წარმოდგენილი

ეს არ არის უჩვეულო, რომ World Soccer-საგან “ბარსელონას” მსგავსი პატივი ხვდა წილად. უკანასკნელი ოთხი გამოცემის ჯილდო ზემოთხსენებულისა სწორედ “ბარსას” ორი წარმომადგენლის მისამართით იქნა გაგზავნილი, 3-ჯერ ლეო მესის და ერთხელაც ჩავი ერნანდესს. არგენტინელს ჯილდო 2009, 2011 და 2012 წლებში მიაკუთვნეს. ჩავის კი მსგავსი პატივი 2010 წელს ხვდა წილად. ამის გარდა ბრიტანულმა გამოცემამ წლის საუკეთესო მწვრთნელად ჟურნალის ვერსიით, პეპ გვარდიოლა 2009 და 2011 წლებში დაასახელა. 

გამოკითხვა: 

მეკარე: ლევ იაშინი – 30 ხმა
მარჯვენა მცველი: კაფუ – 24 ხმა
ცენტრალური მცველი: ბობი მური – 24 ხმა
ცენტრალური მცველი: ბეკენბაუერი – 68 ხმა
მარცხენა მცველი: პაოლო მალდინი – 48 ხმა
ნახევარმცველი: ზინედინ ზიდანი – 27 ხმა
ნახევარმცველი: დი სტეფანო – 26 ხმა
ნახევარმცველი: იოჰან კრუიფი – 60 ხმა
ნახევარმცველი: დიეგო მარადონა – 66 ხმა
თავდამსხმელი: პელე – 63 ხმა
თავდამსხმელი: ლეო მესი – 46 ხმა

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward