FIFA.com-მა გამოაქვეყნა კონფედერაციის თასის საუკეთესო თერთმეტეული. გასაკვირი არაა, რომ უმეტესობა ბრაზილიელია. აღნიშნული გუნდის შემადგენლობში, შვიდი ბრაზილიელი მოხვდა: ჟულიო სეზარი, დავიდ ლუიზი, ტიაგო სილვა, დანიელ ალვეში, პაულინიო, ნეიმარი და ფრედი. ესპანელთა მხრიდან სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ: რამოსი, ინიესტა და ტორესი. ხოლო, საუკეთესო თერთმეტეულში იტალიელების წარმომადგენელი ანდრეა პირლოა.
“ფიფამ” გამოავლინა აღნიშნული გათამაშების საუკეთესო მწვრთნელი. ეს გახდა ბრაზილიელთა მთავარი დამრიგებელი, ლუიშ ფელიპე სკოლარი.
როგორც ხედავთ, “ბარსელონას” სამი ფეხბურთელი მოხვდა საუკეთესო თერთმეტეულში: ალვეში, ინიესტა და ნეიმარი.