workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბოიანით 8 ევროპული კლუბი ინტერესდება

ბოიანით 8 ევროპული კლუბი ინტერესდება

ბოიან კრკიჩი და ”ბარსელონას” ხელმძრვანელობა ახლო მომავალში ახალგაზრდა ფეხბურთელის მომავალს გადაწყვეტენ. არაერთი ევროპული კლუბი იჩენს მისადმი ინტერესს, ასე რომ კატალონიელებს წესით არ უნდა გაუჭირდეთ ესპანელი თავდამასხმელის გაყიდვა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია 8 ევროპული კლუბი, რომელნიც მზად არიან კრკიჩის შესაძენად. ესენი არიან: ესპანური ”ბეტისი”, ჰოლანდიური დიდი ტრიო: ”პსვ”, ”ფეინოორდი” და ”აიაქსი”, იტალიური ”მილანი”, დონადონის ”პარმა”, ასევე ”რეალ სოსიედადი” და კიდევ ერთი ფრანგული კლუბი, რომელიც ჯერ-ჯერობით პრესაში არ სახელდება. 
პრობლემა ის არის, რომ ”ბლაუგრანასა” და ბოიანის ხელშეკრულება კიდევ 2 წლითაა გათვლილი. შესაბამისად მისი ხელფასიც ძალიან მაღალია – 3 მილიონი ევრო სეზონში, კრკიჩით დაინტერესებულთა სიას თუ გადავხედავთ, მივხვდებით, რომ აქედან მხოლოდ ერთეულები არიან მზად მას ამხელა თანხა გადაუხადონ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward