workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინტერვიუ ჩავი ერნანდესთან

ინტერვიუ ჩავი ერნანდესთან

”ბარსელონას” მდუმარე პასის ოსტატი, მეტსახელად პელოპოლო. იგი ასტურიის პრინცის წოდებას ატარებს და 1980 წელს ტერასში დაიბადა. ჰყავს მეგობარი გოგონა, რომელთანაც უახლოეს მომავალში დაქორწინებას აპირებს. ოჯახის, ფეხბურთის და მეგობრების შემდეგ, მისი საყვარელი საქმიანობა ფეხსაცმელების ყიდვაა. 

ერთი სიტყვა: ფენომენი

– რა ქვია პელეს?
– ედსონ არანტეს დე ნოსიმენტო

– რა არის ”მშრალი ფურცელი”?
– დარტყმა რომლის დროსაც ბურთი თავიდან ადის მაღლა და შემდეგ მოულოდნელად, ქვემოთ ეშვება 

– რა ფერის მაისურები აქვს ”ბოტაფოგოს”? 
– თეთრი და შავი 
–
 რომელ კლუბში თამაშობდა გარინჩა?
– არ ვიცი, ალბათ ”ბოტაფოგოში” (იცინის) 
– სად მუშაობს ”სპანჯ ბობი”? 
– არ ვუყურებ მულტფილმებს, ასე რომ არ ვიცი 
– ვის ეძახდნენ ”მარაკანის კატას”? 
– რამალიესტა! 
– საზამთროს რამდენი პროცენტი შეადგენს წყალს? 
– არ ვიცი, ალბათ 80-ს
– რამდენი უმუშევარია ესპანეთში? 
– დაახლოებით 6 მილიონი, რაც ძალიან ბევრია! 
– რობე და ანდრეს ინიესტა ერთმანეთის ბიძაშვილები არიან? 
– ერთი წამი მოიცადეთ, ვინ არის რობე?!
– რომელ სკოლაში დადიოდა კასილასი? 
– მოსტოლესის სკოლაში, მის რაიონში სხვა არც ყოფილა
– როდის გქონდათ პირველი სექსი? 
– 14 ან 15 წლის ასაკში, ზუსტად არ მახსოვს.. ყველაფერი სწრაფად წარიმართა
– რა ჰქვია მოუს ძაღლს? 
– რა კითხვებს მისმევთ? მას საერთოდ ძაღლი ჰყავს? (იცინის)
– რა არის განსაკუთერბული ბრაზილიის ნიფხავში? 
– ის ნახევრად ნიფხავია, ნახევრად ტანგა
– ბოლოს როდის იტირეთ? 
– ხშირად ვტირივარ, თუმცა არა ტკივილის გამო, არამედ ემოციების…
– რატომ არ გადადიხართ სხვა კლუბში? 
– ”ბარსელონადან” სხვა კლუბში არ წავალ! გპირდებით, რომ კატალონიაში დავასრულებ კარიერას
– და უკანასკნელი კითხვა: რამდენს იწონის დინოზავრის კვერცხი? 
– ჯანდაბა! ადრე ხომ ვიცოდი ამის პასუხი (იცინის) 

                                                              (ამ ინტერვიუს სრული უფლებები ეკუთვნის elpais.com-ს)

 

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward