ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, პორტუგალიელმა ჟოზე მოურინიომ ერთ-ერთ ინტერვიუშ განაცხადა, რომ 2006 წელს კლუბმა უკრაინელი თავდამსხმელი, ანდრეი შევჩენკო შეიძინა თუმცა მისი ხილვა კლუბში არა მოურინიოს არამედ, რომან აბრამოვიჩს სურდა პირადად. მოურინიოს ინიციატივით კი კლუბს თავდაპირველად სამუელ ეტო’ო უნდა შეეძინა. იტყობინება, Reuters.
“ჩვენ გვსურდა შეგვეძინა ეტო’ო “ბარსელონადან”. ბოსმა ყველაფერი გააკეთა ეტო’ოს გადმოსაბირებლად. თუმცა “ბარსელონაში” თქვეს: “ჩვენ არ გავყიდით, დაივიწყეთ”. ამის შემდგომ კი ჩვენ სხვა ვარიანტი განვიხილეთ და შევჩენკო შევიძინეთ და მე ამით კმაყოფილიც ვიყავი.” – განაცხადა, პორტუგალიელმა სპეციალისტმა.