გვარდიოლას აზიაში 28 ფეხბურთელი მიჰყავს

გვარდიოლას აზიაში 28 ფეხბურთელი მიჰყავს

კატალონიის “ბარსელონას” დამრიგებელი, პეპ გვარდიოლა აზიურ ტურნეში 28 ფეხბურთელს გამოიყენებს. ნორვეგიაში სტუმრობისა და ამხანაგური მატჩის ჩატარების შემდეგ გუნდს დანი ალვესი და ლიონელ მესი დაემატნენ, გამოკლებით კი ბოიანი და ხეფრენი გამოაკლდნენ. ამ ორი უკანასკნელის აზიის ტურნეს მიღმა დარჩენა მათი ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებში გამოძახებაა.

ვინაიდან ესპანეთის ნაკრების წევრები შვებულებიდან ჯერ კიდევ არ დაბრუნებიან, პეპ გვარდიოლა მთავარ შევსებას კვლავ “ბარსა ბ”-დან ღებულობს. მეორე გუნდიდან მწვრთნელმა 17 ფეხბურთლს უხმო. ესენი არიან: მინო, ოიერი, ილიე, სეხი გომესი, მარტი რივეროლა, ჯონათან დოს სანტოსი, ჯონათან სორიანო, არმანდო, დალმაუ, ბენხა, ედუ ორიოლი, მუნიესა, ნოლიტო, სერხი რობერტო, ტელო, ვიქტორ ვასკესი და ფონტასი. უკანასკნელ ორს მცირე ტრავმა აწუხებს, თუმცა ვარჯიში უკვე ორივე მათგანმა დაიწყო.

ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად აზიაში პირველი გუნდის 9 მოთამაშე გაემგზავრება, მათ შორის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მესი და ალვეში. მათ გარდა გვარდიოლა აზიაში იახლებს პინტოს, მილიტოს, მაქსველს, ვიქტორ სანჩესს, ადრიანოს, იბრაჰიმოვიჩს, კეიტას, აბიდალსა და გლებს.

შეგახსენებთ, რომ აზიური ტურნეს პირველ მატჩს “ბარსა” 4 აგვისტოს, თბილისის დროით 15 საათზე გამართავს სეულში K ლიგის ნაკრებთან.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი