workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლევანდოვსკიმ მადრიდის ”რეალი” იუარა

ლევანდოვსკიმ მადრიდის ”რეალი” იუარა

დორტმუნდის ”ბორუსიამ” და მადრიდის ”რეალმა” შეათანხმეს სატრანსფერო პირობები, რომლის თანახმადაც რობერტ ლევანდოვსკი ესპანეთის დედაქალაქში 30 მილიონ ევროდ გადაბარგდებოდა, თუმცა ტრანსფერის წინააღმდეგი თავად პოლონელი ფეხბურთელი აღმოჩნდა, იტყობინება Sky Sport Italia. 

ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი ჩემპიონთა ლიგის ფინალისტთან შემდეგი წლის ზაფხულამდეა გათვლილი და უკანასკნელ თვეებში ფეხბურთელის მოსაპოვებლად ბრძოლა ჰქონდათ გაჩაღებული ”მანჩესტერ იუნაიტედს”, მადრიდის ”რეალს” და მიუნხენის ”ბაიერნს”. ბოლო დღეებში ამ ბრძოლაში კატალონიური ”ბარსელონაც” ჩაერთო. 

რაც შეეხება ფეხბურთელის ამჟამინდელი კლუბის ხელმძღვანელობას, მათ არ სურთ რობერტის დაკარგვა, ყოველ შემთხვევაში ისინი არაფრით არ მიყიდიან პოლონელ ფეხბურთელს ბუნდესლიგის რომელიმე კლუბს. დორტმუნდელებს არ სურთ, რომ ლევანდოვსკიმ მარიო გიოტცეს მსგავსად, მიუნხენის ”ბაიერნი” გააძლიეროს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward