workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიაში პირველია

მესი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიაში პირველია

ფეხბურთის გამოკვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES), Football Observatory-მ გამოუშვა მერვე ყოველწლიური კატალოგი, რომელშიც იგი ევროპის 5 საუკეთესო ჩემპიონატის კლუბებსა და ფეხბურთელებს ადარებს. 

ამ ინფორმაციის თანახმად, კრიშტიანო რონალდუს მიერ დამყარებული სატრანსფერო რეკორდი (”იუნაიტედი” – ”რეალი”. 94 მილიონი ევრო) დამყარებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ კლუბს დატოვებენ ლიონელ მესი ან თავად პორტუგალიელი ვარსკვლავი. 

მესის სატრანსფერო ფასი 217-252 მილიონ ევროდაა შეფასებული. რაც შეეხება მეორე ადგილზე მყოფ რონალდუს, მისი სატრანსფერო ფასი 102-118 მილიონ ევროს შეადგენს. სამეულს ”ნაპოლის” თავდამსხმელი, ედინსონ კავანი ხურავს. ურუგვაელი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასია 57-დან 68 მილიონ ევრომდე.
მეოთხე და მეხუთე ადგილზე, შესაბამისად ედენ აზარი და სერხიო აგუერო იმყოფებიან. ბელგიელი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 55-64 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო არგენტინელის – 46-დან 54-მდე.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward