ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონამ” კვლავ დაიწყო მორიგი თავდამსხმლის ძიება, ამჯერად უკვე ცენტრფორვარდის რომელიც ამჟამად “ბარსელონაში” შეიძლება ითქვას, რომ პრობლემას წარმოადგენს, ეს ყოველივე გასულ სეზონში არაერთხელ დადასტურდა.
კატალონიელები თვლიან, რომ პოლონელ თავდამსხმელს გააჩნია ის თვისებები, რომელიც ზუსტად ჯდება “ბარსას” სტილში და იგი ადვილად შეძლებს გუნდთან ადაპტაციის გავლას. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, დატოვებს თუ არა კლუბს რობერტ ლევანდოვსკი, რომელსაც გერმანულმა კლუბმა ხელფასი გაუსამმაგა, რათა არ დაკარგონ პოლონელი თავდამსხმელი. აქამდე ლევანდოვსკის წლიური ანაზღაურება “დორტმუნდში” 1.5 მილიონი ევრო იყო, ახლა კი ეს ციფრი 4.5 მილიონამდე გაიზარდა იმ იმედით, რომ იგი დარჩება კლუბში. ამჟამად გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები, მატს ჰუმელსი და რობერტ ლევანდოვსკი არიან.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის თავდამსხმელს ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს და მან უკვე გამოთქვა გუნდის დატოვების სურვილი. “ბაიერნს” სურდა აღნიშნული ფეხბურთელის ხელში ჩაგდება, თუმცა “დორტმუნდის” ხელმძღვანელობამ სასტიკი უარი განაცხადა ლევანდოვსკის მიუნხენურ კლუბში გაყიდვაზე, რომლებიც ბუნდესლიგაში მათი მთავარი მეტოქეები არიან.
“დორტმუნდი” მის ფეხბურთელს არანაკლებ 30 მილიონ ევროდ აფასებს, ხოლო “ბარსელონა” ეცდება ეს თანხა, რაც შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანოს და რობერტ ლევანდოვსკი ხელში იაფად ჩაიგდოს. ასევე შესაძლოა ამ ტრანსფერის განსახორციელებლად კატალონიურმა კლუბმა ჟერარ დეულოფეუც გამოიყენოს, რომლის მიმართაც ინტერესი სწორედ “დორტმუნდმა” გამოიჩინა.