workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer

რაფა მარკესმა თავისი კარიერა სამშობლოში, მექსიკაში დაიწყო.მას დებიუტი 1996 წელს ქონდა,როცა იგი მხოლოდ 17 წლის იყო. რაფამ მალევე მოახერხა უმაღლეს დონეზე თამაში და ნაკრებში თამაშის უფლებაც მოიპოვა.მექსიკის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი მას 1997 წლის იანვარში ეკვადორის წინააღმდეგ ქონდა.მაშინ რაფა ჯერ კიდევ 17 წლის გახლდათ.

რაფამ ევროპული კლუბების ყურადღება პირველად 1999 წელს მიიპრყო.ეს ამ წელს პარაგვაიში ჩატარებულ ტურნირზე მოხდა.საბოლოოდ მისი გადაბირება ფრანგულმა “მონაკომ” მოახერხა. “მონაკომ” ახალგაზრდა მექსიკელის შეძენა საკმაოდ სოლიდურ თანახად მოახერხა.რაფას ტრანსფერის ღირებულება საბოლოოდ 4 მილიონი ევრო გახდა.რაფა “მონაკოს” რიგებში 1999–2000 წლების სეზონში ჩაირიცხა და მალევე მოახერხა კლუბის ძირითადი ფეხბურთელი გამხდარიყო.

“მონაკოში” რაფამ მოახერხა გამხდარიყო ევროპის ერთ–ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი. რაფას დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, მისი კლუბში ყოფნის განმავლობაში “მონაკომ” რამდენიმე ტიტულის მოგება მოახერხა და 2003–2004 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც კი მოხვდა.

საფრანგეთში გატარებული შთამბეჭდავი წლების შემდეგ, რაფამ კატალონიური “ბარსელონას” ყურადღება მიიქცია და 2003 წელს 6 მილიონი ევროს სანაცვლოდ “ბლაუგრანას” რიგებში ჩაირიცხა. მონაკოს არ უნდოდა გუნდის ლიდერის გაშვება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ძირითადად კლუბის კრიზისმა განაპირობა.

რაფას “ბარსას” რიგებში დებიუტი მალევე 2003 წლის 3 სექტემბერს ქონდა. მან “ბარსას” მაისური პირველად “სევილიას” წინააღდეგ მოირგო.რაფამ მალევე მოიპოვა ფრანკ რაიკარდის ნდობა და ჩამოყალიბდა კლუბის ძირითად ფეხბურთელად.

7–წლიანი კარიერის განმავლობაში, რაფამ “ბარსას” რიგებში ჯამში 235 თამაში ჩაატარა და თავის გამოჩენა 14 ჯერ მოახერხა.რაც ცენტრალური მცველისთვის არც თუ ურიგო შედეგია. რაფა გამოირჩეოდა ჯარიმის კარგი შესრულებით, დიაგონალური ზუსტი გადაცემებით და პოზიციურად უშეცდომო თამაშით. ასევე მარკესი უნაკლო იყო მეორე სართულზე ბრძოლისას.

“ბარსაში” ტიტულების მხრივ მისი მონაგარი კი ასეთია: ორი ჩემპიონთა ლიგა,მსოფლიო ჩემპიონატი კლუბებს შორის, ესპანეთის თასი “კოპა დელ რეი”, ევროპის სუპერ თასი და ოთხი ლა ლიგა.

ასეა თუ ისე, რაფა ტოვებს ბარსას რიგებს და კარიერას სავარაუდოდ ამერიკულ ლიგაში გააგრძელებს.”რედ ბულსთან” კონტრაქტის გაფორმებას აღარაფერი უდგას წინ. რაფა მარკესი ასრულებს თავის კატალონიურ კარიერას, მაგრამ დიდ გრძნობას ტოვებს “ბლაგრანას” გულშემატკივართა გულებში, იმ ღვაწლის გამო რაც მას ჩვენი საყვარელი კლუბს წინაშე მიუძღვის.

Good-bye Rafa

სტატია ეძვნება: Barcelonisimo… -ს

წყარო: sport.es

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward