”ბარსელონა” აგრძელებს ძლიერი ცენტრალური მცველების ძიებას
კატალონიური კლუბი არ მალავს სიმპათიებს ”მანჩესტერ სიტის” 30 წლის ცენტრალური მცველის, ჯონლეონ ლესკოტის მიმართ. ინგლისის ნაკრების წევრი მოხვდა ”ბარსელონას” შესაძლო, ახალბედების სიაში.
შეგახსენებთ, რომ ”ბლაუგრანა” აქამდე ინტერესდებოდა შემდეგი ფეხბურთელებით: ტიაგო სილვა (პსჟ), მათს ჰუმელსი (”ბორუსია”), მარკინიოსი (”რომა”), დავიდ ლუიზი (”ჩელსი”), ტომას ვერმალენი (”არსენალი”), ინიგო მარტინესი (”სოსიედადი”), ბრანისლავ ივანოვიჩი (”ჩელსი”) და დანიელ აგერი (”ლივერპული”), იტყობინება Marca.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სიის პირველმა ორმა წევრმა, ტიაგო სილვამ და მათს ჰუმელსმა გამოთქვეს სურვილი, მათ ამჟამინდელ კლუბში დარჩენისა.