workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე: „ნეიმარის გუნდში ყოფნა მესის ძალიან დაეხმარება“

პიკე: „ნეიმარის გუნდში ყოფნა მესის ძალიან დაეხმარება“

“ბარსელონას” მცველი ხერარდ პიკე მიიჩვნევს, რომ ნეიმარის ყოფნა გუნდს ძალიან დაეხმარება და ლეო მესის ტვირთს შეუმსუბუქებს. მესიმ ამ სეზონზე 46 გოლი გაიტანა, რაც  სესკის, ვილიას, სანჩესისა და ტელიოს გატანილი გოლების რაოდენობას, ერთად აღებულს, ათით აღემატება.

“ნეიმარის გუნდში ყოფნა პირველ რიგში ლეოს დაეხმარება”, განაცხადა მცველმა “Mundo Deportivo“–სთან საუბრისას. ” თამაშისას მესი ყოველთვის გარშემორტყმულია ფეხბურთელებით,  ნეიმარის მოედანზე ყოფნა კი მას  თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს”.

პიკემ “ბარსელონაში” ზოგიერთი მცველის შესაძლო ტრანსფერზეც გააკეთა კომეტარი.

“კომპანი, ჰუმელსი და ტიაგო სილვა არაჩვეულებრივი ფეხბურთელები არაინ და ისინი ძალიან კარგ კლუბებში ასპარეზობენ.  ჩემი გადასაწყვეტი არ არის ფეხბურთელების შეძენა. მე ახლა მთელი დრო მხოლოდ კარგ თამაშსა და ვარჯიშს უნდა დავუთმო”.

ესპანელმა მთლიანი სეზონიც შეაჯამა: “საბოლოო ჯამში კარგი სეზონი გამოვიდა. ჩვენ მოვიგეთ ლა ლიგა, დავამყარეთ რეკორდები, ასევე მოვხვდით ჩემპიონთა ლიგისა და სამეფო თასის ნახევარ ფინალებში, რაც საკმაოდ კარგი შედეგია”.

“ეს ყველაფერი კი ტიტოს ავადმყოფობისა და საკვანძო ფეხბურთელების ტრავმების ფონზე შევძელით. სამწუხაროა “ბაიერნთან” წაგება, თუმცა საბოლოო ჯამში შესანიშნავი სეზონი გამოვიდა”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward