ბექჰემი, რონალდუ და მესი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები არიან

ბექჰემი, რონალდუ და მესი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები არიან

ჟურნალ Forbes-მა გამოაქვეყნა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია მსოფლიოში. რეიტინგში ლიდერობს გოლფისტი ტაიგერ ვუდსი, რომელსაც წლიურად 78.1 მილიონი აქვს შემოსავალი. მას ასევე ცნობილი ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი მოჰყვება, რომელსაც ანაზღაურება წლიურად 71.5 მილიონი აქვს. მესამე ადგილზე კი კალათბურთელი კობი ბრაიანტია, მას წლიურად 61.9 მილიონი აქვს შემოსავალი.

ფეხბურთელებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემია, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბევრად უფრო მდიდარი გახდა. მისი შემოსავალი წლიურად 47.2 მილიონია, იგი ამ სიაში მე-8 პოზიციას იკავებს. თუმცაღა იგი ხელფასის სახით კლუბში 5.2 მილიონ იღებს, დანარჩენი თანხა კი მას სხვა და სხვა ორგანიზაციებიდან შემოსდის. ასევე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ როგორც ფეხბურთელი და სპორტსმენი იგი ამ სიაში ბოლოჯერ მოხვდა, რადგანაც მან როგორც უკვე იცით დაასრულა საფეხბურთო კარიერა.

ამ სიაში მე-9 ადგილი მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ დაიკავა, რომელსაც წლიური შემოსავალი 44 მილიონი აქვს, ხოლო მე-10 ადგილს “ბარსელონას” არგენტინელი ფეხბურთელი იკავებს, რომლის შემოსავალიც 41.3 მილიონია.

ის 14 ფეხბურთელი, რომელიც ამ სიაში მოხვდა სხვა და სხვა ჩემპიონატებში ასპარეზობენ. ექვსი ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში თამაშობს, ოთხი – ესპანეთის ჩემპიონატში, ორი საფრანგეთის ჩემპიონატში, ერთი თურქეთის ჩემპიონატში და ასევე ერთიც რუსეთის პრემიერ ლიგაში.

 

Forbe-ს გამოქვეყენებული სია კი ასე გამოიყურება:

1. ტიგერ ვოდსი (გოლფი) – 78.1 მილიონი.

2. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) – 71.5 მილიონი.

3. კობი ბრაიანტი (კალათბურთი) – 61.9 მილიონი.

8. დევიდ ბექჰემი (“ლოს ანჯელეს გალაქსი”, პსჟ) – 47.2 მილიონი.
9. კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”) – 44 მილიონი.
10. ლიონელ მესი (“ბარსელონა”) – 41.3 მილიონი.
61. უეინ რუნი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 21.1 მილიონი.
63. სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) – 20.9 მილიონი.
64. დიდიე დრგობა (“შანხაი შენხუა”, “გალათასარაი”) – 20.8 მილიონი.
67. იაია ტურე (“მანჩესტერ სიტი”) – 20.7 მილიონი.
68. ნეიმარი (“სანტოსი”, “ბარსელონა”) – 20.5 მილიონი.
72. ფერნანდო ტორესი (“ჩელსი”) – 20 მილიონი.
76. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ) – 19.7 მილიონი.
79. რიკარდო კაკა (“რეალი”) – 19.3 მილიონი.
85. კარლოს ტევესი (“მანჩესტერ სიტი”) – 18.2 მილიონი.
93. სტივენ ჯერარდი (“ლივერპული”) – 17.2 მილიონი.
100. სამუელ ეტო ‘(“ანჟი”) – 16.4 მილიონი.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი