ცხოვრება ბარსელონას შემდეგ

ცხოვრება ბარსელონას შემდეგ

ვიტორ ბაია – “პორტუს” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენჯერი.

რუდ ჰესპი – “როდასა” და “გრონინგენში” მეკარეებს ავარჯიშებდა, ამჟამად ჰოლანდიის ნაკრებშია.

რიშარ დუტრუელი – რომელიღაც უსახელო ფრანგული კლუბის პრეზიდენტია.

რობერტო ბონანო – ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზიას ფლობს, რომელიც სპორტულ დირექტორად მუშაობის უფლებას აძლევს. კატალონიურ “ვანგუარდიასა” და ვიტორიულ “კორეოში” სტატიებს წერს.

ალბერტ ფერერი – ესპანეთის ტელევიზიაში კომენტატორად მუშაობს.

აბელარდო – “სპორტინგ ბ”-ს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იანვარში დაითხოვეს.

მაურისიო პელეგრინო – “ლივერპულში” ბენიტესის თანაშემწე იყო და გამოცდილ სპეციალისტს “ინტერში” წაჰყვა.

ფერნანდო კოუტუ – ივლისში “ბრაგას” ჩაუდგა სათავეში.

რონალდ დე ბური – ყატარის ტელევიზიაში მუშაობს და იქვე მცირე ბიზნესი აქვს.

გილერმო ამორი – ესპანეთის ტელევიზიაში კომენტატორია.

ხრისტო სტოიჩკოვი – მარტში “მამელოდი სანდაუნსის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს.

ალბერტ სელადესი – გასული სეზონის დასაწყისში ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა, მაგრამ ზამთარში ერთ-ერთ ჰონკონგურ კლუბში იბურთავა ცოტა ხნით.

ფილიპ კოკუ – პსვ-სა და ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტია.

მეხო კოდრო – 2008 წელს ბოსნიის ნაკრებს თავკაცობდა, მაგრამ ფედერაციის ბოსებთან უთანხმოება მოუვიდა და პოსტი დაატოვებინეს.

სონი ანდერსონი – “ლიონში” ფორვარდების მწვრთნელია.

პატრიკ კლუივერტი – ერთი პერიოდი “ალკმაარში” თავდამსხმელებს ავარჯიშებდა, ამჟამად ავსტრალიურ “ბრისბეინ როარშია”. თავდაპირველად, მთავარი მწვრთნელის თანაშემწე გახლდათ, მაგრამ ორი კვირის თავზე ახალი თანამდებობა მოუძებნეს – ელჩი. გაოცდით? მეც.

ჯოვანი – 38 წლის ნახევარმცველმა ამაწლის იანვარში “სანტოსში” გააგორა ბურთი.

სერხი – “ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდის, “ჟუვენილ ბ”-ს მთავარი მწვრთნელია.

ხორდი კრუიფი – კვიპროსული “აეკ ლარნაკას” სპორტული დირექტორია.

ემანუელ ამუნიკე – ნიგერიული “ოუშენ ბოისის” დამრიგებელია.

ლორან ბლანი – საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელობისთვის ემზადება.

ხუან პიცი – ჩილური “სანტიაგო მორნინგის” დამრიგებელია.

დანი გარსია – “რეალის” ფუტზალის ვეტერანთა გუნდის ფეხბურთელია.

მიგელ ანხელ ნადალი – ჩოგბურთში ტრიალებს, რაც გასაკვირი სულაც არ არის, მისი ძმისშვილი ხომ რაფა ნადალია. ბალეარულ ტელევიზიაში კომენტატორად მუშაობდა, ამჟამად კი “მალიორკას” თავკაცის, მიქაელ ლაუდრუპის ასისტენტია.

ლუის ანრიკე – “ბარსელონა ატლეტიკის” მთავარი მწვრთნელია.

რობერტ პროსინეჩკი – ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწეა.

ფრანკ დე ბური – ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწეა. პარალელურად “აიაქსის” აკადემიაში მუშაობს.

ალფონსო – “რეალის” ფუტზალის ვეტერანთა გუნდის ფეხბურთელია.

ჰენრიკ ლარსონი – ნახევარი წელია “ლანდსკრონას” წვრთნის.

ემანუელ პეტი – საფრანგეთის ტელევიზიაში მოღვაწეობს.

გაისკა მენდიეტა – 2007 წელს კარიერა დაასრულა. მისი ბოლო კლუბი “მიდლსბრო” იყო. ოჯახთან ერთად ნისლიან ალბიონზე დასახლდა და სპორტულ დირექტორობას აპირებს.

დემეტრიო ალბერტინი – ფედერკალჩოს ვიცე-პრეზიდენტია.

ედგარ დავიდსი – “აიაქსის” დატოვების შემდეგ, ოკეანეთის ნაკრებში ითამაშა საჩვენებელ მატჩებში. “ლესტერში” იყო სინჯებზე, მაგრამ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

მიხაელ რაიციგერი – ბოლოს პსვ-ს ღირსებას იცავდა. ამჟამად ბარსელონაში ცხოვრობს.

ფილიპ კრისტანვალი – ლონდონში იუველირული სალონის მეპატრონეა.

იარი ლიტმანენი – 39 წლის ფორვარდი “ლახტიში” ბურთაობს.

ფრანჩესკო კოკო – ბიზნესითაა დაკავებული. ტანსაცმლის ხაზის, Urban 77-ის მფლობელია.

რივალდო – შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ 38 წლის რივალდო უკვე მესამე წელია უზბეკური “ბუნიოდკორის” ღირსებას იცავს.

www.barcamania.com

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია