მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
2006-07 წლების შემდეგ კატალონიის თასი “ბარსელონამ” პირველად მოიგო

2006-07 წლების შემდეგ კატალონიის თასი “ბარსელონამ” პირველად მოიგო

როგორც იცით გუშინ გაიმართა კატალონიის თასის ფინალის შეხვედრა “ესპანიოლსა” და “ბარსელონას” შორის, სადაც მატჩი საკმაოდ დრამატულად წარიმართა. მე-20 წუთზე “ესპანიოლის” პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, სიმაუმ ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ “ბარსელონა” შეტევაში უფრო მეტად გააქტიურდა და არაერთი მომენტიც შექმნა, თუმცა “ესპანიოლის” მეკარე, კიკო კასილია ყველა ეპიზოდში დამაჯერებლად თამაშობდა და გუნდიც არაერთხელ გადაარჩინა გაშვებულ გოლს.

მეორე ტაიმში გუნდის მწვრთნელმა, ტიტო ვილანოვამ ძალიან ბევრ ცვილელებს მიმართა, რამაც საბოლოოდ შედეგი მატჩის 90-ე წუთზე გამოიღო, როდესაც სონგის ბრწყინვალე გადაცემას, სესკ ფაბრეგასის გოლი მოჰყვა და ანგარიში 1-1 გახდა. ამის შემდეგ გუნდებმა მატჩის ბედი უკვე თერთმეტმეტრიანი დარტყმებიდან გადაწყვიტეს, სადაც გამარჯვებაც და კატალონიის თასიც საბოლოოდ “ბარსელონას” დარჩა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში