workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერჟიო ბუსკეტსი კარიერას ასრულებს

სერჟიო ბუსკეტსი კარიერას ასრულებს

“ბარსელონას” 37 წლის ლეგენდის, “ინტერ მაიამის” ამჟამინდელი საყრდენი ნახევარმცველის, სერჟიო ბუსკეტსის საფეხბურთო კარიერის დასასრული ახლოვდება.

COPE-ს ინფორმაციით, ბუსკეტსი კარიერის დასრულებას აპირებს და ამას მალე დააანონსებს. ივარაუდება, რომ ის ფეხბურთს ნოემბერში გამოემშვიდობება.

ბუსკეტსი “ბარსას” სკოლის აკადემიის აღზრდილია. ის კატალონიელთა პირველ გუნდში 2008 წელს გამოჩნდა. სერჟიომ “ბლაუგრანა” 2023 წლის ზაფხულში დატოვა და “ინტერ მაიამიში” გადავიდა.

ბუსკეტსმა “ბარსელონას” მაისურით 722 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა, 46 ასისტი გააკეთა და 32 ტიტული მოიგო: 3 ჩემპიონთა ლიგა, 3 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 3 ევროპის სუპერ თასი, 9 ესპანეთის ჩემპიონატი, 7 ესპანეთის თასი, 7 ესპანეთის სუპერ თასი, 2 კატალონიის თასი, 2 კატალონიის სუპერ თასი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 22 სექ 2025, 17:49
    #7

    აქ არ მოიწვევს ლაპორტა, დავიჯერო ტიაგოზე ნაკლები მასწავლებელი იქნება.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 22 სექ 2025, 11:09
    #6

    ერთ ერთი საუკეთესო მიდის❤️

  • me da barca
    schedule 22 სექ 2025, 02:13
    #5

    ციტატა: Albicelecte
    კიდევ ერთი ძალიან დიდი ფიგურა ემშვიდიობება მის უდიდებულესებას, ფეხბურთელის რანგში რა თქმა უნდა, თორემ მას ვხედავ მწვრთნეის რანგში, ძალიან მაინტერესებს მაგის გაწვრთნუილი ბარსა; უჭკვიანესი ფეხბურთელი იყო და მაგის გამო


    ძნელია წინასწარ მაგის გათვლა. ძლიერი მწვრთნელი იქნებოდა მეგონა ჩავიც, მაგრამ მწარედ შევცდი.

  • Rick Sanchez
    schedule 22 სექ 2025, 00:45
    #4

    ჩემი უსაყვარლესი ნახევარმცველი. კაცი ნული დაძაბულობით.

  • Shano
    schedule 21 სექ 2025, 22:02
    #3

    Albicelecte, ჭკვიანი კია და კარგი ტაქტიკოსი იქნება, მაგრამ თავკაცობას სხვა თვისებები სჭირდება

  • C.PC5
    schedule 21 სექ 2025, 21:54
    #2

    სამწვრთენლო კარიერაში თუ წავა ძალიან საინტერესო იქნება, უჭკვიანესი ფეხბურთელი არის და წესით მწვრთნელიც ეგეთ იქნება.

  • Albicelecte
    schedule 21 სექ 2025, 21:47
    #1

    კიდევ ერთი ძალიან დიდი ფიგურა ემშვიდიობება მის უდიდებულესებას, ფეხბურთელის რანგში რა თქმა უნდა, თორემ მას ვხედავ მწვრთნეის რანგში, ძალიან მაინტერესებს მაგის გაწვრთნუილი ბარსა; უჭკვიანესი ფეხბურთელი იყო და მაგის გამო