ოფიციალურად: სერჟიო ბუსკეტსი კარიერას ასრულებს

ოფიციალურად: სერჟიო ბუსკეტსი კარიერას ასრულებს

“ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კატალონიური კლუბის ლეგენდა, “ინტერ მაიამის” ამჟამინდელი საყრდენი ნახევარმცველი, სერჟიო ბუსკეტსი 37 წლის ასაკში ფეხბურთს ემშვიდობება. ესპანელმა ფეხბურთელმა დააანონსა, რომ სეზონის ბოლოს, ოქტომბერში, კარიერას დაასრულებს.

ბუსკეტსი “ბლაუგრანას” სკოლის აკადემიის აღზრდილია. მისი დებიუტი “ბარსას” პირველ გუნდში 2008 წლის 13 სექტემბერს “რასინგთან” მატჩში შედგა. მან კატალონიური გუნდი 2023 წლის ზაფხულში დატოვა და “ინტერ მაიამის” მიაშურა.

ბუსკეტსმა “ბარსელონას” მაისურით 722 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა, 46 ასისტი გააკეთა და 32 ტიტული მოიგო: 3 ჩემპიონთა ლიგა, 3 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 3 ევროპის სუპერ თასი, 9 ესპანეთის ჩემპიონატი, 7 ესპანეთის თასი, 7 ესპანეთის სუპერ თასი, 2 კატალონიის თასი, 2 კატალონიის სუპერ თასი.

მადლობა ფეხბურთისთვის, სერჟიო!

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (6)

  • nika 54
    28 სექ 2025, 01:52

    არც ამის გაცილებას არ აპირებს ლაპორტა?

  • Rick Sanchez
    26 სექ 2025, 23:41

    ეს მოგვცა ერთი 15 წლით პატარაა

  • Aroni
    26 სექ 2025, 15:44

    ამის საფეხბურთო ინტელექტის მქონე ფეხბურთელი 1-2თუ მინახავს(1-2დან ერთი მესია). ბუსკეცს არც სისწრაფე, არც ფიზიკური ძალა, არც თავზე თამაში(მიუხედავად სიმაღლისა) არ შეეძლო გამორჩეულად, უფრო მეტიც, ალბათ ექსტრა კლასის ფეხბურთელებში ბოლო ადგილზე იქნებოდა ამ კომპონენტებში, მაგრამ სწორედ ამაშია მისი საფეხბურთო ინტელექტის სისიადე, რომ მის პოზიციაზე ამ სამივე კომპონენტის კომპენსაციას ახერხებდა სწორი პოზიციით, ტაქტიკის უზადო ცოდნით და სწრაფი-სწორი-მოულოდნელი გადაწყვეტილებებით. ბუსკეცი მარტო მაგიტოა მსოფლიოში ყველასგან გამორჩეული, რომ ფიზიკური ნაკლოვანებები(შედარებით მაგ დონის ფეხბურთელებთან რათქმაუნდა, მე ეხლა კი გამასწრებს, ალბათ…)) სრულად დააკომპენსირა გონებით, საფეხბურთო ინტელექტით.

  • JustBarcaLover
    26 სექ 2025, 13:47

    ერთ ერთი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელი

  • ნიკა
    26 სექ 2025, 13:36

    ჩემთვის ეს ოლ თაიმ კაცია თავის პოზიციაზე,რაც მე მინახავს😍