ხვალ, თბილისის დროით 23 საათსა და 30 წუთზე, “ბარსელონა”, კატალონიის თასის ფინალში, “ესპანიოლს” დაუპირისპირდება. ტიტო ვილანოვამ იმ 21 ფეხბურთელის ვინაობა გაამხილა, რომლებიც მან ლეიდაში გასამართი მატჩის განაცხადში შეიყვანა.
ესენი არიან: პინტო, ოიერი, პიკე, მასკერანო, ადრიანო, ალბა, სონგი, ბუსკეტსი, ჩავი, ფაბრეგასი, დოს სანტოსი, სანჩესი, ვილია, პედრო, პატრიჩი, ბალიუ, სერხი გომესი, სერხი რობერტო, ესპინოზა, რაფინია, დეულოფეუ.
განაცხადში ვერ მოხვდნენ ტელიო, ტიაგო, ბარტრა, მონტოია, ალვესი, ვალდესი, ინიესტა, მესი და პუიოლი. ბოლო 2 მათგანის შემთხვევაში, მიზეზი ტრავმაა.



