“კორნელა ელ პრატის” გახსნის შემდეგ (2009 წ.), “ბარსელონა” მეოთხედ ესტუმრება ამ მოედანს. “ბარსელონას” რეკორდი გასვლით შეხვედრებში “ესპანიოლის” წინააღმდეგ, მხოლოდ ერთი გამარჯვებით შემოიფარგლება, როდესაც “ბარსამ” 2010/11 წლის სეზონზე 1–5 სძლია მეტოქეს. ორი შეხვედრა კი ფერდ დასრულადა (0-0 2009/10–ში და 1-1 2011/12–ში). რაც შეეხება დარჩენილ ერთ შეხვედრას, ეს მატჩში სამეფო თასის ფარგლებში გაიმართა.
რაც შეეხება “ესპანიოლს”. კატალონიელებმა საკმაოდ არადამაჯერებელი სეზონი ჩაატრეს. მათ უკანასკნელი 5 შეხვედრიდან ვერც ერთში შეძლეს გამარჯვება. “რეალ მადრიდთან” დაფიქსირებულმა ფრემ კი “ბარსელონას” ლა ლიგის თასის ნაადრევად აღმართვის საშუალება მისცა.