მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

“ესპანიოლი”–”ბარსელონა” ერთმანეთს შაბათს, “კორნელა ელ პრატზე” დაუპირისპირდება. წარმოგიდგენთ “კატალონიურ დერბისთან” დაკავშირებულ საინტერესო ფაქტებს.  

– უკვე მეშვიდე შეხვედრაა, როდესაც კატალონიური დერბი სეზონის 34–ე ტურში იმართება. მსაგვსი ფაქტები ადრე: 1986/87, 1991/92, 2001/02, 2005/06 და 2006/07 წლებში დაფიქსირდა.

– ლიგის ისტორიაში გუნდები ერთმანეთს 158–ჯერ დაუპირისპირდნენ. 88–ჯერ გამარჯვება “ბარსელონას” ფეხბურთელებმა მოიპოვეს, 36 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 34–ჯერ “ესპანიოლმა” გაიმარჯვა.

– “კორნელა ელ პრატზე” გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ ოთხი შეხვედრა აქვთ ჩატარებული. “ბარსელონას” არც ერთი მათგანი არ წაუგია. სამი მატჩი ფრედ დასრულდა, მხოლოდ ერთხელ შეძლო “ბარსამ” გამარჯვების მოპოვება.

–”ბარსელონა” “ესპანიოლთან” სტუმრად უკანასკნელად 2006/07 წლის სეზონში ანგარიშით 3–1 დამარცხდა.

–”ბარსელონამ” “ესპანიოლს” გასვლაზე უდიდესი ანგარიშით ორი წლის წინ სძლია. შეხვედრა ანგარიშით  1–5 დასრულდა.

– კლუბის ისტორიაში, “ესპანიოლის” წინააღმდეგ ყველაზე მეტი, 32 თამაში ანდონი სუბისარეტას აქვს ჩატარებული.

– ჩავი ერნანდესი “ესპანიოლს” 26–ჯერ დაუპირისპირდა, ჯამში კი  დერბიში 2183 წუთი აქვს ნათამაშები.

– ამჟამად “ბარსელონა” 50 ქულით უსწრებს მომავალ მეტოქეს.

– “ბარსელონა”  “ესპანიოლის” ამჟამინდელ მწვრთნელს მეთვრამეტედ უპირისპირდება. ის კატალონიურ კლუბამდე წვრთნიდა: “სარაგოსას”, “ოსასუნას” და “ატლეტიკოს”. მექსიკელმა მხოლოდ ორჯერ შეძლო “ბარსას” დამარცხება, 10ჯერ თავად დამარცხდა, 5 მატჩი ფრედ დასრულდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში