ბრაზილიის ნაკრების ყოფილი წევრი და ”ბარსელონას” ნახევარმცველის, რაფა ალკანტარას მამამ, მაზინიომ განაცხადა, რომ მისი შვილი შემდეგ სეზონში სხვა კლუბის ღირსებას დაიცავს, იტყობინება ესპანური პრესა.
მაზინიომ აღნიშნა, რომ ეს აუცილებელია ახალგაზრდა ფეხბურთელის პრაქტიკისთვის.
”რაფინია შემდეგ სეზონს რომელიმე ჩემპიონატის პირველი დივიზიონის გუნდში ითამაშებს. ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ჩემი შვილით ”სელტა” იყო დაინტერესებული, თუმცა მაშინ ეს ტრანსფერი ”ბარსელონას” ხელმძღვანელობამ არ დაუშვა.” – განაცხადა მაზინიომ.