”ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა, რონალდინიომ არ დაიშურა დადებითი სიტყვები კატალონიელთა ყოფილი მწვრთნელისთვის, ფრენკ რაიკაარდისთვის.
ფეხბურთელი თვლის, რომ ”ბარსელონას” უკანასკნელ წარმატებებს საფუძველი სწორედ ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ჩაუყარა, რომელიც შემდეგში მთავარი მწვრთნელის პოსტზე პეპ გუარდიოლამ შეცვალა.
”რაიკაარდმა ”ბარსელონაში” შესანიშნავი გუნდი შეკრა და ის, რომ დღემდე კატალონიური კლუბი ამხელა ძალას წარმოადგენს, ნაწილობრივ ფრენკ რაიკაარდის დამსახურებაა. იგი ყველასგან გამოირჩეოდა პროფესიონალურობით და თითოეულ ფეხბურთელს დიდ პატივს სცემდა.” – განაცხადა რონალდინიომ.



