“პსჟ-ს” ბრაზილიელმა მცველმა, ტიაგო სილვამ დაიცვა მისი თანამემამულე ნეიმარი, რომლის მიმართაც ძალიან ბევრი კრიტიკა ისმის.
“ნეიმარი არის ყველაზე დიდი ვარსკვლავი ფეხბურთში და ვფიქრობ, რომ ხალხმა მის მიიმართ ცოტა მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინოს. ის შესანიშნავი და სუფთა გულის ადამიანია. მის მიმართ კრიტიკა უბრალოდ უსამართლოა. მინდა ვუთხრა ხალხს, რომ მათ ცოტა მეტი მოთმინება გამოიჩინონ და რაც შეიძლება მეტად დაუდგნენ მხარში, რადგნაც შესაძლოა ამ ყველაფერმა მასზე ცუდი გავლენა მოახდინოს”. – განაცხადა ტიაგო სილვამ.