მადრიდის “ატლეტიკომ” და კატალონიის “ბარსელონამ” არცთუ ისე ცოტა დიდებული მატჩები ჩაატარეს “კალდერონზე”. კვირას ეს გუნდები კვლავ შეხვდებიან ამავე მოედანზე. და ამ შეხვედრამ შესაძლოა საბოლოოდ გვაუწყოს ლა ლიგის მოგებაზე “ბარსელონას” მხრიდან. ასეთი მოვლენის წინ გთავაზობთ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” საუკეთესო გოლებს “კალდერონზე”.
კარასკო, ლინეკერი, რომარიო, რონალდო, ივან დე ლა პენია, რივალდო, ვან ბრონხოშტი, ძამბროტა, ანრი და რონალდინო გახდნენ ამ ვიდეორგოლის მთავარი გმირები.
[media=http://www.youtube.com/watch?v=UHHhL0n2MlY]