ვიქტორ ვალდესს, თვალი ფრანგულმა ამბიციურმა კლუბმა დაადგა. ამ დროისთვის, “მონაკო” საფრანგეთის ჩემპიონატს ლიდერობს. მომდევნო სეზონიდან, კი ეს გუნდი “ლიგა 1”-ში იასპარეზებს.
ცოტა ხნის წინ, რამდენიმე მოთამაშის სახელს “მონაკოს” უკავშირებდნენ. ესენი არიან: კოლო ტურე (“მანჩესტერ სიტი”), ლისანდრო ლოპეზი (“ლიონი”), დანიელ ვან ბუიტენი (“ბაიერნი”), უეინ რუნი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) და რადამელ ფალკაო გარსია (“ატლეტიკო”).
ახლა, კი მედიამ ამ ჩამონათვალს ვალდესიც დაუმატა. მოგეხსენებათ, ესპანელმა გოლკიპერმა კატალონიელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა. არსებული ინფორმაციის თანახმად, რუსი ბიზნესმენი, დმიტრი რიბოლოვლევი, რომელიც “მონაკოს” მფლობელია, 31 წლის მეკარეს შეძენით სერიოზულად არის დაინტერესებული.
თუმცა, რიბოლოვლევის გუნდს სერიოზულ კონკურენციას ლონდონის “არსენალი” გაუწევს, რომელიც “ბარსელონას” პირველი ნომრის შეძენით აგრეთვე სერიოზულად ინტერესდება.