workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი V)

”ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი V)

წლევანდელი სეზონის შუახანებში, დაახლოებით თებერვალში, როსელმა თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა დარჩება თუ არა კლუბში ვალდესი, გუნდმა აუცილებლად უნდა შეიძინოს ახალი მეკარე. ესპანურმა და ინგლისურმა პრესის წარმომადგენლებმა ”ბარსელონას” დე ხეა დაუკავშირეს, მემგონი ეს ყველაფერი ჰაერიდან არ მოდის.

ვინ არის დავიდ დე ხეა? 22 წლის, თავისი ასაკისთვის გამოცდილი მეკარე. მიუხედავად იმისა, რომ მას უკვე 4 პროფესიონალური სეზონი აქვს ჩატარებული, იგი დღითი დღე განაგრძობს პროგრესირებას. 2011 წელს, იმის შემდეგ რაც ვან დერ საარმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, სერ ალექსმა დაინახა, ახალგაზრდა უნიჭიერესი მეკარე. ერთადერთი მისი ნაკლი იყო გამოუცდელობა, ანუ არასტაბილურობა, მაგრამ ფერგიუსონმა ესეც გამოასწორა.

http://24.media.tumblr.com/6c087c59862be0cbf1d9fa75e8803678/tumblr_mmbtkjBcv81r2z3h1o1_500.png

უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ ვალდესი კლუბში კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში დარჩება. მართალია, ნებისმიერი კარგი მეკარე ”ბარსელონასგან” შემოთავაზების მიღებისას ჯერ ფიქრობს, ექნება თუ არა მას სათამაშო პრაქტიკა. ასე რომ, ვიქტორის კლუბში დარჩენა სერიოზულად შეუშლის ხელს ნებისმიერი კარგი მეკარის ტრანსფერს ”ბარსელონაში”. ამის გარდა, დე ხეასთან დაკავშირებით კატალონიელებს კიდევ ერთი, უდიდესი პრობლემა ჰქონდათ, რომელიც დღეს იქნა გადაჭრილი: სერ ალექს ფერგიუსონი. შოტლანდიელი სპეციალისტი ჯერ თავდადებით იბრძოდა მის მოსაპოვებლად, შემდეგ კი შესანარჩუნებლად, მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ დე ხეას თვალისჩინივით ეპყრობოდა. ცოტა არ იყოს ცუდად ჟღერს, მაგრამ ფერგის სამწვრთნელო კარიერის დასრულებამ ”ბარსელონას” ხელმძღვანელობამ ზედმეტი თავის ტკივილი აარიდა.

რა თვისებებით უნდა ხასიათდებოდეს ”ბარსელონას” ახალი მეკარე? ახალგაზრდა, სტაბილური, ფეხით კარგად მოთამაშე. შეიძლება ბევრს გაგიკვირდეთ, მაგრამ დე ხეას ასაკი მას საშუალებას აძლევს კიდევ 15 სეზონი ჩაატაროს. დე ხეას სტაბილურობა მას საშუალებას აძლევს 1-2 წელიწადში მსოფლიოს საუკეთესო კიპერის პრიზისთვის იბრძოლოს. დე ხეას ფეხით კარგად თამაშის უნარი კი აძლევს მას საშუალებას ”ბარსელონას” სქემაში იდეალურად ჩაჯდეს. ჩემი აზრით, თუ ეს ტრანსფერი შედგა, კატალონიელებს ძალიან, ძალიან დიდხანს არ დაავიწყდებათ.

[media=http://www.youtube.com/watch?v=F9AlBwlz3m4]

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=MIzdUzYj8Bc]

“ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი I)

”ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი II)

”ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი III)

”ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი IV)

სპეციალურად თქვენთვის, დავით თანანაშვილი

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward