workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დავიდ დე ხეა ბარსაში?

დავიდ დე ხეა ბარსაში?

Mundo Deportivo იტყობინება, რომ “ბარსელონა” დავიდ დე ხეას ინიაკი პენიას შესაძლო შემცვლელად განიხილავს.

წყაროს ცნობით, “ბარსას” ტექნიკური მენეჯმენტი სწავლობს სეზონის ბოლოს ინიაკი პენიას შენარჩუნების მიზანშეწონილობის საკითხს. ტერ შტეგენის არყოფნის დროს ინიაკის თამაში არადამაჯერებელი იყო. 25 წლის ესპანელმა 32 გოლი გაუშვა და მხოლოდ 3-ჯერ შეინახა კარი მშრალად. ამდენად, როგორც კი გერმანელი მეკარე გამოჯანმრთელდა, პენიას უყოყმანოდ მიუთითეს სათადარიგოთა სკამისკენ.

თავის მხრივ, აღსანიშნავია, რომ დავიდ დე ხეა გასული სეზონიდან თავისუფალი აგენტია: 2023 წლის ზაფხულში “მანჩესტერ იუნატედის” დატოვების შემდეგ იგი უთამაშებელია და ამის გამო მისი ფიზიკური კონდიციები სათუოა.

“ბარსელონას” რადარზე კიდევ ერთი მეკარეა – ლუიშ მაშიმიანუ. იგი “ალმერიაში” თამაშობს. პორტუგალიელმა მიმდინარე სეზონში 45 გოლი გაუშვა (თამაშში, საშუალოდ, 2 გოლი) და კარი მშრალად მხოლოდ 4-ჯერ შეინახა. “ალმერია” ლა ლიგაში ბოლო ადგილზეა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (14)

  • nika 54
    schedule 29 თებ 2024, 01:33
    #14

    დავიდ დე ხეა გასული სეზონიდან თავისუფალი აგენტია: 2023 წლის ზაფხულში "მანჩესტერ იუნატედის" დატოვების შემდეგ იგი უთამაშებელია და ამის გამო მისი ფიზიკური კონდიციები სათუოა.
    უფასოდ მოვიყვანოთ, უთამაშებლობა პრობლემა არ არის, შტეგენის ხელში ამას უცებ არავინ ჩასვავს ძირითადში, დრო იმდენი ექნება, რო ვარჯიშებზე აღიდგენს ფორმას.

  • PUIOL5
    schedule 28 თებ 2024, 22:03
    #13

    ციტატა: M10 S9 D11
    სკამზე დაჯდება დე ხეა კი როგორ არა


    უგუნდოდაა არავის არ უნდა, ბარსას ტოპ მეკარე ჭირდება, თუ ფორმას დაიბრუნებს კარგი იწნება, იბრძოლოს და არ იქნება სკამზე

  • M10 S9 D11
    schedule 28 თებ 2024, 18:11
    #12

    სკამზე დაჯდება დე ხეა კი როგორ არა

  • Dani alves
    schedule 28 თებ 2024, 17:24
    #11

    ფეხით თამაში ამის ძალიან დიდი სისუსტეა, შტეგენიც დაბრუნდა სკამზე ისიც პენიაც კარგად ზის და მემგონი მარტივია გადაწყვეტილების მიღება

  • lesane C
    schedule 28 თებ 2024, 13:02
    #10

    ციტატა: Don_Andresito
    ასტრალაგა იაკობაშვილი დატესტონ, სადაა მეკარეებში სახდელი ფული, დე ხეა 1-2 მილიონზე არ ითამაშებს. გუნდს საყრდენი არ ყავდეს და დე ხეა შტეგენი ყავდეს კარში ცოტა გაქცევაა. მაშიმიანო არაა ცუდი, ფეხითაც კარგია მარა სკამზე ამ ეტაპზე ავიტანთ ვინმე ახალგაზრდასაც.


    რატო არ ითამაშებს 2 მილიონზე? ერთი წელია უთამაშებელია, თუ სხვა მსურველი არ ყავდა და შეთავაზებას გაუკეთებენ უეჭველი მოვა თუ ფეხბურთს არ ანებებს თავს😀

  • La Pulga10
    schedule 28 თებ 2024, 09:17
    #9

    პენიას ლუბოი აჯობებს

  • Gaucho andy
    Gaucho andy ® ვეტერანი
    schedule 27 თებ 2024, 23:49
    #8

    ტერ შტეგენს გაყიდიან მამარდაშვილი მოყავთ

  • Don_Andresito
    schedule 27 თებ 2024, 23:46
    #7

    ასტრალაგა იაკობაშვილი დატესტონ, სადაა მეკარეებში სახდელი ფული, დე ხეა 1-2 მილიონზე არ ითამაშებს. გუნდს საყრდენი არ ყავდეს და დე ხეა შტეგენი ყავდეს კარში ცოტა გაქცევაა. მაშიმიანო არაა ცუდი, ფეხითაც კარგია მარა სკამზე ამ ეტაპზე ავიტანთ ვინმე ახალგაზრდასაც.

  • alwaysculerr
    schedule 27 თებ 2024, 23:30
    #6

    ციტატა: ნოდო ბარდაველიძე

    ციტატა: alwaysculerr
    რავი ვინც იყო დასატოვებელი ის გაუშვით, ტენასზე მაქ საუბარი. მაგ ორის მოყვანას ისევ ასტრალაგა გამოცადონ უკეთესია😃


    თვითონ წავიდა


    წავიდოდა, სამჯერ უკეთესი იყო პენიაზე და მაინც ეს არჩიეს😃

  • ნოდო ბარდაველიძე
    schedule 27 თებ 2024, 23:12
    #5

    ციტატა: alwaysculerr
    რავი ვინც იყო დასატოვებელი ის გაუშვით, ტენასზე მაქ საუბარი. მაგ ორის მოყვანას ისევ ასტრალაგა გამოცადონ უკეთესია😃


    თვითონ წავიდა

  • Jorkaeff
    schedule 27 თებ 2024, 22:36
    #4

    ციტატა: JustBarcaLover
    და დე ხეა დაგვიჯდება სკამზე?

    მგონი მართლა ასუხარებენ შტეგოს ეს ახვრები.

  • JustBarcaLover
    schedule 27 თებ 2024, 22:21
    #3

    და დე ხეა დაგვიჯდება სკამზე?

  • alwaysculerr
    schedule 27 თებ 2024, 22:16
    #2

    რავი ვინც იყო დასატოვებელი ის გაუშვით, ტენასზე მაქ საუბარი. მაგ ორის მოყვანას ისევ ასტრალაგა გამოცადონ უკეთესია😃

  • Rick Sanchez
    schedule 27 თებ 2024, 22:15
    #1

    დე ხეა მეორე მეკარედ ძალიან მაგარი იქნება.