workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მასკერანომ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა

მასკერანომ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა

 ”პსჟ”-სთან მიღებული ტრავმის შემდეგ პირველად ხავიერ მასკერანომ თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა. არგენტინელმა 2 აპრილს ბარძაყის დაზიანება მიიღო, დღეს კი ის დავალებების ნაწილს გუნდთან ერთად ასრულებდა.

მიმდინარე კვირის პირველ ვარჯიშს ჟორდი როურა ხელმძღვანელობდა, რადგან ტიტო ვილანოვა ნიუ-იორკში იმყოფება. სესიაში მონაწილეობას იღებდა პედრო როდრიგესი, რომელიც სრული დატვირთვით ვარჯიშობდა. მუცლის პრობლემის გამო მან ”ბეტისთან” ვერ ითამაშა.

ვალდესი მოედანზე ვარჯიშობდა

ვიქტორ ვალდესი თანაგუნდელებისგან განცალკებით ვარჯიშობდა ”სიუტატ ესპორტივას” პირველ მოედანზე. მეკარემ ბოლო შეხვედრა მარცხენა ფეხის ტრავმის გამო გამოტოვა. სპეციალურ სავარჯიშოს ასრულებდა ერიკ აბიდალი, ხოლო აღდგენით ვარჯიშებს აგრძელებს კარლეს პუიოლი.

 


sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward