მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ Castrol EDGE Rankings-ში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
პორტუგალიელმა მცირედი უპირატესობა მოიპოვა “ბარსელონას” თავდამსხმელთან ლიონელ მესისთან (4 ქულა). რონალდუმ აპრილში 7 გოლის გატანა მოახერხა სხვადასხვა ტურნირზე. უკანასკნელ 12 თვეში კი იგი საშუალოდ 1 გოლს იტანს ყოველ მატჩში (46 თამაში 46 გოლი) მესის სტატისტიკა კი გაცილებით შთამბეჭდავია.
საუკეთესო ათეული მსოფლიოში ამჟამინდელი სიტუაციით Castrol EDGE Rankings ვერსიით:
1. კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”) – 1080 ქულა
2. ლიონელ მესი (“ბარსელონა”) – 1076 ქულა
3. თომას მიულერი (“ბაიერნი”) – 958 ქულა
4. რობინ ვან პერსი (“მანჩესტერი) – 930 ქულა
5. რობერტ ლევანდოვსკი (“დორტმუნდი”) – 927 ქულა
6. ლუის სუარესი (“ლივერპული”) – 907 ქულა
7. პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“სენტ-ეტიენი”) – 866 ქულა
8. მარიო მანჯუკიჩი (“ბაიერნი”) – 861 ქულა
9. კარიმ ბენზემა (“რეალი”) – 856 ქულა
10. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ”) – 856 ქულა