კატალონიური სპორტული გაზეთი, ”Sport”-ი აცხადებს, რომ ”ვალენსიას” ცენტრფორვარდი, დავიდ ვილა ”ბლაუგრანას” ფორმას მოირგებს ზაფხულში, სანამ სამხრეთ აფრიკაში გამეგზავრება. გამოცემა წერს, რომ შეთანხმება გაფორმდება ბოლო ტურის დამთავრების შემდეგ, სადაც ”ბარსა” ”ვალიადოლიდს” მასპინძლობს და დიდი შანსია, რომ ჩემპიონობასთან ერთად კატალონიურმა კლუბმა ახალი ფეხბურთელი ჩაიგდოს ხელში.
დღეს დავიდ ვილა ლიონელ მესისთან ერთად წარდგება ”ადიდასის” მიერ ორგანიზებულ წვეულებაზე. გაზეთის ცნობით, ხუან ლაპორტა და მანუელ ლორენტე კიდევ ერთხელ შეხვდნენ ტრანსფერის საბოლოო დეტალების შესათანხმებლად.
Sport”-ი ასვე იტყობინება, რომ ამ ტრანსფერში არც ერთი სხვა ფეხბურთელი არ იქნება გამოყენებული, არც ახალგაზრდა და პერსპექტიული თავდამსხმელი, ბიოან კრკიჩი, მხლოდო 40 მილიონი. ბევრი გრანდი ცდილობს 19 წლის ვუნდერკინდის გადაბირებას, მაგრამ სანამ სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, გვარდიოლამ უკვე მოასწრო ბოიანის ”დაჯავშნა” და იგი უკვე ხელშეუხებელია.
გაზეთის ცნობით, კატალონიურ მხარესა და დავიდ ვილას შორის შეხვედრა არ მოხდება, სანამ მანუელ ლორენტე ოფიციალურად არ დაადასტურებს ტრანსფერს. მანამდე კი ”ვალენსიას” პრეზიდენსტს ვილას აგენტთან, ლუის ტამარგოსთან, მოუწევს შეხვედრის გამართვა.
ამასობაში, ”ბარსელონას” პრეზიდენტი, ხუან ლაპორტა, კატალონიურ რადიოსთან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს:”ძალიან კმაყოფილები ვართ გუნდის ძირითადი შემადგენლობით, ასევე მშვენიერ ფორმაში არიან ახლაგაზრდული გუნდის ფეხბურთელები, მაგალითად ფონტასი ან მუნიესა, რომლებსაც უკვე აქვთ ძირითად ”ბარსელონაში” თამაშის უნარი, მაგრამ მინდორზე ხომ მხოლოდ თერთმეტი ფეხბურთელი გადის, ხოლო ჩვენს კლუბში 20 მოთამაშეა.”
”ზაფხულის ტრანსფერებს რაც შეეხება, ყველაფერს ფეხბურთელების მარაგი გვაჩვენებს. არ ვაპირბეთ ვიყოთ ზედმეტად აქტიურები, მაგრამ თუ რომელიმე ფებხურთელი დაგვჭირდა, ვეცდებით იგი მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებამდე შევიძინოთ.”
წყარო: www.totalbarca.com