სატრანსფერო ციებ-ცხელება ნელ-ნელა პიკს უახლოვდება. თითოეულi გრანდის ხელმძღვანელობა აპირებს რაiმე გრანდიოზული შესთავაზოს გულშემატკივარს, რაც წლევანდელ სატრანსფერო ფანჯარას ძალიან საინტერესოს ხდის. ერთ-ერთი გრანდი, რომელიც სუპერვარსკვლავს ეძებს არის ჩვენი საყვარელი ”ბარსელონა”. კიდე ერთხელ უნდა ავღნიშნო, რომ არსებობს ორი საუკეთსო ვარიანტი უკანახაზის გაძლიერებისა: 24 წლის პერსპექტიული მათს ჰუმელსი, რომელზეც წინა ნაწილში ვისაუბრეთ და 29 წლის, გამოცდილი, ჩამოყალიბებული სუპერვარსკვლავი, შესაბამისი სატრანსფერო ფასით – ტიაგო სილვა. ამ ნაწილში კი როგორც შეგპირდით, ზუსტად ბრაზილიელ უკანახაზელზე ვისაუბრებთ.

ვინ არის ტიაგო სილვა? 29 წლის გამოცდილი სუპერვარსკვლავი, რომელიც ამჟამად შეიხების “პსჟ”-ს ღირსებას იცავს. ამ წინადადებაში სიტყვა ”შეიხებს” დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მათ დიდი თანხა დახარჯეს ტიაგოს შესაძენად და შესაბამისად, თუ ისინი ბრაზილიელის გაშვებას გადაწყვიტავენ ფასიც მაღალი იქნება. ესპანური პრესის აგორებული ჭორებით თუ ვიმსჯელებთ, მისი ფასი 40 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ჩვენი ამჟამინდელი პრეზიდენტისთვის, სანდრო როსელისთვის ძალიან, ძალიან ბევრია. მოდით, ერთგვარი პარალელი გავავლოთ, ჰუმელსსა და ტიაგო სილვას შორის. წინა ნაწილში მხოლოდ ჰუმელსის დადებით მხარეებზე ვისაუბრე და ამჯერად, ტიაგოს დადებით მხარეებზე ვიმსჯელოთ. უდავოდ, ამ წამს სილვა უფრო ძლიერი ამრთმევია და უმთავრესი უპირატესობა რაც მას მატსთან შედარებით აქვს, ეს არის ტიტოს სიმპათია. ორიოდე დღის წინ ტიტომ არ დამალა, რომ სილვას შეძენა მისთვის უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ჰუმელსის. კიდევ ერთ ფაქტს გეტყვით სადაც ჩანს ვილანოვას დიდი პატივისცემა სილვას მიმართ. ესპანელი სპეციალისტი, თავად ეწვია სანდრო როსელს და სთხოვა, რომ ისეთი ძლიერი ფეხბურთელისთვის, როგორიც ტიაგო სილვაა ფული არ დაეშურა.
ჰუმელსის მსგავსად, წესით არცერთი კულე არ უნდა იყოს ტიაგოს წინააღმდეგი. მართალი გითხრათ, მეც გერმანელ მცველს ვამჯობინებ სატრანსფერო ფასის და რაც მთვარია, ასაკის გამო, მაგრამ მე ვინ მეკითხება.. მთავარია რას ფიქრობენ ტიტო ვილანოვა და სანდრო როსელი.
[media=http://www.youtube.com/watch?v=S2_fycQktSo]
[media=http://www.youtube.com/watch?v=RLn9fjIuu7g]
“ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი I)
”ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი II)
სპეციალურად თქვენთვის, დავით თანანაშვილი