პეპ გვარდიოლას განკარგულებაში დაბრუნდა ოთხი ფეხბურთელი, რომელიც გასულ სეზონში იჯარის სახით სხვა გუნდების ღირსებას იცავდნენ. ორი მათგანის სამსახურზე პეპი უარს ამბობს. სავარაუდოდ ენრიკე “რასინგში” დაბრუნდება, ჰლებს კი წასვლა არ სურს…
პეპ გვარდიოლამ პირველსავე ვარჯიშზე ნათლად დაანახა სიტუაცია იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მის გეგმებში არ შედის. საუბარია ჰლებზე, ენრიკეზე, ვიქტორ სანჩესსა და კასერესზე. ურუგუაელის ბედი ყველაზე ბოლოს უნდა გადაწყდეს, ვინაიდან იგი ყველაზე გვიან დაბრუნდება კლუბში იმიტომ, რომ შვებულებაში იმყოფება, შეგახსენებთ, რომ მან 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სამხრეთ აფრიკაში მიიღო მონაწილეობა.
არის სხვა ფეხბურთელებიც, რომელთა ბედი ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი, მაგალითად მცველი ენრიკე, რომელმაც უარი განაცხადა წინასასეზონოდ კლუბთან ერთად მომზადებულიყო. კლუბი ყველანაირად ცდილობს, რომ “რასინგთან” მოლაპარაკებას მიაღწიოს და ფეხბურთელი კიდევ ერთი წლით დატოვონ სანტანდერში. “რასინგის” პრეზიდენტმა, ფრანსისკო პერნიამ ეს ფაქტი დაადასტურა: “- ჯერ-ჯერობით არსებობს ეკონომიური უთანხმოებები, მაგრამ მოლაპარაკება კარგი ტემპით მიმდინარეობს.”
ვისაც არ სურს კლუბთან განშორება ეს არის ბელორუსი ალექსანდრ გლები. მისი აგენტი ირწმუნება, რომ ფეხბურთელს სურვილი აქვს, რომ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” შორის იყოს, მაგრამ თავისმხრივ “ბარსელონაც” ამ აზრზე არ დგას, ამიტომ მისთვის ნავთსაყუდელს ინგლისში ეძებს, ასეთნაირად ცდილობს, რომ ის გუნდიდან გაუშვას. მას შემოთავაზებები, როგორც ინგლისიდა ისე გერმანიიდანაც აქვს, მაგრამ ფეხბურთელი, რომელიც გასულ წელს “შტუტგარტში” ასპარეზობდა მოხიბლული არ არის ბუნდესლიგაში დაბრუნების პრესპექტივით.